logo_geo
მეფარნე, რომელიც საღამოობით ძველებურ ფარნებს ანთებს
- +

9 აპრილი. 2017. 21:31



არსებობს ტრადიციები, რომლებიც წარსულში გვაბრუნებენ და თან მყუდროება მოაქვთ. 2009 წლიდან ბელორუსში, გაჩნდა მეფარნის შტატი, რომელიც ქალაქში, ქვეითებისთვის განკუთვნილ მთავარ ქუჩაზე, ფარნებს ყოველდღიურად ანთებს და აქრობს. იგი ისეთივე უნიფორმაშია გამოწყობილი, როგორსაც მეფარნეები 100 წლის წინათ ატარებდნენ. 



ის კიბეზე დგება და ხელით ანთებს ნავთის ფარნებს. ქუჩაში სულ 19 ფანარი დგას. მეფარნე შებინდებისას გამოჩნდება ხოლმე და რიტუალის შესრულებას შებინდებისას იწყებს.


იმავე ქუჩაზე მდებარებს ღამურას ქანდაკება, რომელსაც კლანჭებში ფარანი უჭირავს. ეს იმის სიმბოლოა, რომ  ბრესტში არასდროს დაბნელდება. ღამურა დარაჯობს სინათლეს, რომ ფარანი ყოველთვის, ნებისმიერ ამინდში ენთოს.


ასეთი ლამაზი ტრადიცია აღადგინეს 2016 წელს თავიანთ ქალაქში ბელორუსელებმა, რომელიც ბევრ ტურისტს იზიდავს, განსაკუთრებით ბავშვებს.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი