logo_geo
2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული კირჩხიბებისთვის
- +

24 იანვარი. 2021. 20:22

 

კირჩხიბი - გველი

 

განწყობა გარემოებისა და სიტუაციის მიხედვით შეგეცვლებათ. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ "ამერიკულ მთებზე" ზიხართ. მოგეძალებათ განმარტოების, ფიქრების "დავარცხნის" სურვილი, მაგრამ... ვალდებულებების გამო ყოველთვის სასურველს ვერ მიიღებთ. ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას უფროსთან. აკონტროლეთ ემოციები, კოლეგებთან ისე უნდა მოიქცეთ, რომ კომპეტენტურ და ავტორიტეტ ადამიანად გაღიარონ. აკონტროლეთ ეჭვიანობაც. მარტოხელების ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მარტოობას შეგიმსუბუქებთ.

 

კირჩხიბი - ხარი

 

საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე, განვითარებაზე უნდა იმუშაოთ. შეგიძლიათ მიუბრუნდეთ ადრე დაწყებულ პროექტებს. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ფიზიკური ენერგია და ინტელექტი საკმარისად გაქვთ. იყავით აქტიური, გამოავლინეთ ინიციატივა. მიუხედავად დაკავებულობისა პროფესიულ ასპარეზზე, პირადი ცხოვრების მოწყობა არ გაგიჭირდებათ. დააკვირდით საყვარელი ადამიანის მოთხოვნებს, იყავით მის მიმართ ლმობიერი, მოსიყვარულე.

 

კირჩხიბი - კურდღელი

 

სულიერი სიმშვიდე და ფსიქოლოგიური კომფორტი იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი. თუმცა, მატერიალურადაც კარგად იქნებით. თქვენ გაქვთ უნარი, რთულ სიტუაციაშიც კი მშვიდად მონახოთ მარტივი გამოსავალი. კოლეგებში მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი. შანსი მოგეცემათ, დატკბეთ საკუთარი წარმატებით. ნუ ეცდებით პარტნიორის თქვენი სურვილისამებრ გადაკეთებას, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. აკონტროლეთ ეგოიზმი, წინააღმდეგ შემთხვევაში სტაბილურობაზე ფიქრიც კი ზედმეტია.

 

კირჩხიბი - ვირთხა

 

ყველა საქმეში მიაღწევთ წარმატებას, რასაც კი ხელს მოკიდებთ. მოიმატებს ცნობისმოყვარეობა, შრომისმოყვარეობა, რაციონალურობა, რაც დაგეხმარებათ, მხოლოდ სარფიან პროექტებში ჩაერთოთ. გარშემო მყოფების სურვილებს მარტივად ამოიცნობთ. ხალხს თავს დაამახსოვრებთ, როგორც ნიჭიერი და საქმიანი მომგვარებელი. თუ სწორად იმოქმედებთ, გაიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას და დაწინაურდებით. მოერიდეთ ინტრიგებს. მზრუნველ პარტნიორს იპოვთ, მაგრამ წელს დაქორწინებას ნუ იჩქარებთ.

 

კირჩხიბი - მაიმუნი

 

სიცოცხლის ხალისი მოგემატებათ, კვლავ აქტიური, ენერგიული ხართ, უამრავი საქმე გექნებათ და მოსაწყენად ვერ მოიცლით. ბალანსი უნდა დაიცვათ გართობასა და მუშაობას შორის. მეტად გამოავლინეთ პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, როცა სერიოზულ პროექტებზე იწყებთ მუშაობას. საყვარელ ადამიანს უჭირს თქვენი განწყობის ამოცნობა, სირთულეებს კონფლიქტში ნუ გადაზრდით. შინ დარჩით და მშვიდად განხილეთ ის, რაც არ გსიამოვნებთ. ახლობლების კრიტიკა მშვიდად მიიღეთ.

 

კირჩხიბი - დრაკონი

 

სტუმართმოყვარეობა, სიკეთე და იუმორის გრძნობა გჭირდებათ 2021 წელს. დიპლომატიურად მოაგვარეთ რთული საკითხები. ნუ მიიყვანთ საქმეს კონფლიქტამდე. ყველას აპატიეთ და თავს უფრო მსუბუქად იგრძნობთ. ყური დაუგდეთ კოლეგებისა და პარტნიორების რჩევებს. კარგად შესრულებული სამუშაო მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. სიმშვიდე და სიტუაციის დროული, გარკვევა უკეთესია, ვიდრე გაბუტვა, ნეგატივის დაგროვება და მერე ემოციების ერთიანად ამოფრქვვვა.

 

კირჩხიბი - ცხენი

 

სწორად უნდა შეძლოთ საკუთარი თავის მართვა. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი საჭირო ადამიანების წინაშე. აკონტროლეთ ემოციები და კომპლექსები. გქონდეთ სწორად ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა. ზოგიერთმა შეიძლება პირადი ბიზნესის გახსნა გადაწყვიტოს. მეტი დრო გაატარეთ ახლობლების გარემოცვაში. საყვარელი ადამიანის გვერდით თავს მშვიდად იგრძნობთ. შეყვარებული ადამიანი ყველანაირად ეცდება, კონფლიქტს და უსიამოვნებას სიყვარულით აარიდოს თავი.

 

კირჩხიბი - ძაღლი

 

მიზანმიმართულებსა და გაბედულებს ფორტუნა დაგეხმარებათ, მიაღწიოთ სასურველს. იყავით ლოიალური, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან. 2021 წელს ხშირად მოგიწევთ რთული დავალებების შესრულება, მაგრამ ენერგიულობა და სირთულეებთან ჭიდილი კიდევ უფრო გაგაძლიერებთ. გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, ყველგან მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოთ. საყვარელი ადამიანი სითბოთი და მზრუნველობით აგავსებთ. დაწყვილებულები იყავით ერთგულები.

 

კირჩხიბი - თხა

 

მშვიდად ყოფნას დაემშვიდობეთ. გამოცდების, სირთულეების დაძლევის წელი დაგიდგათ. ყველაზე მეტი წინაღობა პროფესიულ საქმიანობაში გელით. ნუ შეუშინდებით გამოწვევებს. პრობლემებსაც ღირსეულად გაუმკლავდებით. უარი არ თქვათ მივლინებაზე, რთულ პროექტებში ჩართვაზე. ეცადეთ, დაძლიოთ უარყოფითი ემოციები. რომანტიკული ურთიერთობა სტაბილური და ჰარმონიული უნდა გახადოთ. ზედმეტად თავისუფლების მოყვარულები პარტნიორმა შეიძლება ღალატში დაადანაშაულოს.

 

კირჩხიბი - მამალი

 

გაერკვიეთ საკუთარ თავში, სურვილებში - რა გსურთ, განმარტოება და სიმშვიდე, თუ მხიარულება და წინსვლისთვის ბრძოლა? გადამოწმება და რჩევების გათვალისწინება ყველა სფეროში კარგია. ცვლილებები კონკრეტულზე კონცენტრაციის შესაძლებლობას მოგცემთ. ეს ეხება საქმიან სფეროსაც და სასიყვარულოსაც. გირჩევთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ნათესავებთან. რომანტიკული კავშირის გაწყვეტის შანსი მინიმალურია. მაქსიმალურად ეცადეთ, აირიდოთ კონფლიქტები.

 

კირჩხიბი - ვეფხვი

 

მიზანმიმართული და გაბედული ხართ. მოგინდებათ მეტის მიღწევა - ძალაუფლება, წინსვლა, მატერიალური კეთილდღეობა. ფრთხილად იმოქმედეთ. დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა კარგს არაფერს მოგიტანთ. არავის გაუმხილოთ ახალი იდეები, სანამ არ განახორციელებთ. გადალახეთ წინაღობები დაკვირვებით. ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი მოგვარებაც დღეს შეგიძლიათ. ერთგული ახლობლების იმედი გქონდეთ; დაუმეგობრდით კოლეგებს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. გააუმჯობესეთ არსებული კავშირი.

 

კირჩხიბი - ღორი

 

დაისახეთ კონკრეტული მიზანი და იმოქმედეთ სასურველის მისაღწევად. ნუ გგონიათ, რომ ყველაფერს მარტივად მიაღწევთ, მოშურნეებსაც უნდა გაუმკლავდეთ და სირთულეებიც დაძლიოთ. ნუ დააბანდებთ ფულს აფერისტულ საქმეებში. რაც შეეხევა ფინანსებს, ფული საკმარისი გექნებათ მსხვილი საყიდლებისთვისაც (აგარაკი, მანქანა). დაქორწინებულები შვილის გაჩენას, შეყვარებულების კავშირის გასერიოზულებას გადაწყვეტთ.

 

https://www.ambebi.ge/astrology/horoskopi/2021-clis-astrologiuri-prognozi-sxvadasxva-cels-da/10734/

 

 

big_banner
არქივი