logo_geo
ჯანმრთელ ქალს გათხოვება არ სურს - ფსიქოლოგ ლაბკოვსკის 20 სკანდალური დასკვნა
- +

25 იანვარი. 2021. 13:13

 

 

მიხეილ ლაბკოვსკის ფრაზებს ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე დისკუსია. მის ჯანსაღ ცინიზმს ან ბოლომდე იღებენ, ან კატეგორიულად უარყოფენ… თუმცა, ორივე შემთხვევაში, ყოველთვის დიდი ინტერესის საგნად რჩება პუბლიკისთვის. გთავაზობთ მის რამდენიმე დასკვნას:

 

ჯანმრთელ ქალს გათხოვება არ სურს. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ  ეცადოთ, გათხოვების სურვილი  ჩაიხშოთ. სხვა სიტყვებით, თუ გათხოვება გინდათ, ამაზე ფიქრიც კი აიკრძალეთ, მთლიანად იდეა უნდა გადააფასოთ.

 

ერთ პარტნიორთან ბედნიერი ოჯახური ცხოვრების, ქორწინების და სექსის გასაღები ამ პარტნიორის სტაბილური ფსიქიკაა. არავითარი დათმობა, კომპრომისი… ამას მხოლოდ კარდიოლოგთან და ონკოლოგთან მიჰყავხართ. როდესაც ადამიანს აქვს სტაბილური ფსიქიკა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ერთი პარტნიორი ჰყავდეს მთელი ცხოვრება და უყვარდეს მხოლოდ ის.

 

ადამიანი შეუძლებელია გიყვარდეს იმის გამო, რომ შენზე მორგებას ცდილობს. ქალი, რომელზეც ვერ იტყვის, ვინ არის, როგორია, როგორი ხასიათები აქვს, რა უყვარს და რა არ უყვარს, მამაკაცისთვის მუდმივად ცარიელ ადგილად დარჩება. პარადოქსია, მაგრამ კაცები რთული ხასიათის გოგონებზე გიჟდებიან.

 

ქალების პრობლემა არ მდგომარეობს იმ მამაკაცის იდიოტურ ქცევაში, რომელიც გვერდით ჰყავს, ქალების უმთავრესი პრობლემა მათივე ნევროზია, რომელსაც სჭირდება გამოსავალი და ამ გამოსავალს ისინი პოულობენ კონკრეტულ ადამიანსა თუ ურთიერთობაში, რომელშიც დაიტანჯებიან. ისინი განგებ ეძებენ ასეთ ურთიერთობებს, ბავშვობიდან აქვთ ამის მოთხოვნილება.

 

ჩვენ სიყვარულს ტანჯვის ხარისხით ვზომავთ, არადა, ჯანსაღი სიყვარული იზომება ბედნიერების ხარისხით.

 

როდესაც სტიუარდესა უსაფრთხოების წესებს გიხსნით, გახსოვთ, რას გეუბნებათ? – „თუკი ბავშვთან ერთად მგზავრობთ, ჟანგბადის ნიღბები ჯერ თავად გაიკეთეთ და შემდგომ თქვენს პატარას მოარგეთ“. ესაა მთელი ფოკუსი. ყველა პირველ რიგში ბავშვზე ფიქრობს და თვითონ ფსიქოპათად რჩება. ეს არ ამართლებს. თუ გინდათ ბავშვი კარგად იყოს, ჯერ თქვენ თავს მიხედეთ.

 

კაცები ისე არიან მოწყობილნი, რომ ჯერ კიდევ დედიკოს კალთიდან მოყოლებულნი მხოლოდ მათთან მიდიან, ვინც თვალებით თანხმობას ეუბნება. ჯანმრთელი კაცი ბავშვივითაა. მიდის, როდესაც ქალი თვალებში უყურებს და უღიმის…

 

ჯანმრთელი ადამიანები ყოველთვის საკუთარ თავს ირჩევენ, ნევროტიკები კი - მისთვის საზიანო ურთიერთობებს, ძირითადი განსხვავება ეს არის.

 

ქალმა არასოდეს არ უნდა მოითმინოს ურთიერთობაში ის, რაც არ მოსწონს. მაშინვე უნდა თქვას და თუ კაცი არაფერს შეცვლის, დაშორდეს მას.

 

კაცებს, ისევე როგორც ბავშვებს, მოსწონთ, როდესაც ქალს მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვს.

 

თუკი ადამიანს ერთი ადამიანი უცვლის მთელ სამყაროს, ეს ნიშნავს, რომ მას უბრალოდ საკუთარი სამყარო არ აქვს.

 

მარტოობა გარშემო სიყვარულის დეფიციტი კი არ არის, საკუთარი თავისადმი ინტერესის ნაკლებობაა.

 

პარტნიორის ძიებას რაც შეეხება, ერთს გეტყვით - როგორი უნდა ეძებოთ? ისეთი, ვინც მიგიზიდავთ. ეს ერთადერთი თვისებაა, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. დანარჩენს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.

 

და რა უნდა ქნათ, თუკი მაინც გათხოვება გსურთ? მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ - იყოთ თქვენი თავი. ეს საკმარისია. პრინციპში მხოლოდ ამის გამო უყვარდებათ.

 

იცით, რა არის პრინციპული განსხვავება ჯანსაღი და არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანებს შორის? ორივენი იტანჯებიან, მაგრამ ჯანსაღი ფსიქიკის მქონენი მხოლოდ რეალური ისტორიებით, არაჯანსაღი ფსიქიკის კიდევ - გამოგონილით. თუ ეს ტანჯვაც არ ეყოთ, საყვარელ კაფკას, დოსტოევსკის და ალკოჰოლს იშველიებენ.

 

თუკი არ მოგწონთ მამაკაცის საქციელი, არ არის საჭირო ამ საქციელისთვის გამართლების მოძებნა. სიტუაცია, სადაც მან „აღარ გადმორეკა“, ჯანმრთელი გოგონასთვის ურთიერთობის დასასრულია, არაჯანმრთელისთვის - სიყვარულის დასაწყისი.

 

როგორც მწერალი კრისტოფერ ბაკლი იტყოდა, არ არის საჭირო მიირთვათ რესტორანში სახელად „როგორც დედასთან“ და დაწვეთ ადამიანთან, რომელსაც იმაზე მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე თქვენ…

 

თავმდაბლობა არავითარი სამკაული არ არის. სწორედ კომპლექსების, თავდაჯერების ნაკლებობის და დაბალი თვითშეფასების გამო უწევს ცხოვრება ქალს უსექსოდ და პარტნიორის გარეშე და არა იმის გამო, რომ საშინელია. ის საშინლად ექცევა საკუთარ თავს და ფსიქოლოგის ამოცანაც ეს არის - განკურნოს თავმდაბლობისგან.

 

ადამიანის ცხოვრებაში ერთადერთი პერიოდი, როდესაც ის მისგან დამოუკიდებლად არის დამოკიდებული ვინმეზე და შეგვიძლია მძევლად მოვიაზროთ - ეს არის ბავშვობა, როდესაც მშობლებზე ვართ დამოკიდებული. იგი არც ისე დიდხანს გრძელდება და დანარჩენ შემთხვევაში, ნებისმიერ ურთიერთობაში ყოფნა და არ ყოფნა - ზრდასრული ადამიანის თავისუფალი არჩევანია.

 

ოჯახური თერაპია - განქორწინებაა. მხოლოდ ეს ერთი თერაპია მუშაობს და სამწუხაროდ, მას ყველაზე ნაკლებად იყენებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი