logo_geo
პატარა მონა გოგონას გასაოცარი ისტორია, რომელიც ინგლისის დედოფლის ნათლული გახდა
- +

27 იანვარი. 2021. 22:12

 

 

გასაოცარი ისტორია პატარა გოგონასი, რომელიც 4 წლის ასაკში მონად გაყიდეს, მაგრამ ბედისწერამ ის დედოფალს შეახვედრა.

 

სარა ეგბადოს ტომის ბელადის ქალიშვილი იყო, მისი მშობლები სოფელზე სასტიკი თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. თავდასხმა გეზოს მებრძოლებმა განახორციელეს, დაგომეის მეფემ და ცნობილმა მონებით მოვაჭრემ. სარა ტყვედ ჩაუვარდა სასტიკ მეფეს და გარდაუვალი სიკვდილი ელოდა. მისი ბედი უეცრად შეცვალა ბრიტანეთის სამეფო ფლოტის კაპიტნის გამოჩენამ. კაპიტანი ფრედერიკ ფორბსი დედოფალმა ვიქტორიამ გააგზავნა ელჩად, რათა გეზოს მეფე დაერწმუნებინა, საკუთარი ხალხი მონებად არ გაეყიდა. მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო, თუმცა გეზომ საჩუქრად დედოფალს პატარა სარა გაუგზავნა, როგორც საჩუქარი “შავკანიანების მეფისგან თეთრკანიანების დედოფალს". ამგვარად, ფორბსს მოუწია პატარა გოგონას დედოფალთან მიყვანა, თავისი გვარიც მისცა და დაამატა “ბონეტი" თავისი გემის საპატივცემულოდ.

 

გზის განმავლობაში დაობლებულმა მონა გოგონამ, რომელიც თავის ფესვებს დააშორეს ინგლისური ენაც თანდათან აითვისა, ამით დაამტკიცა თავისი ინტელექტის პოტენციალი. გოგონამ თავისი მანერებით მონარქი დედოფალი დანახვისთანავე მოხიბლა. სარა ინგლისურ ენას სწრაფად სწავლობდა, სხვა საგნებსაც თავის თანატოლებზე სწრაფად ითვისებდა. გოგონას ნიჭიერების შემჩნევისას, დედოფალი ვიქტორია იხდიდა თანხას მისი სწავლებისთვის და საბოლოოდ სარას ნათლიაც გახდა.

 

კაპტიანი ფორბსიც ძალიან აქებდა თავის შვილობილს წერილებში. ამბობდა, რომ თავი ყველას შეაყვარა და სწავლა ძალიან უყვარდა. სამწუხაროდ, ფორბსი ინგლისში ჩასვლიდან 1 წელიწადში გარდაიცვალა. ამიტომაც გადაწყდა გოგონას გაგზავნა უკან, აფრიკაში, სადაც მისიონერების სკოლაში, სიერა-ლეონეში ისწავლიდა. გოგონა ბრიტანეთში ცხოვრებას უკვე შეჩვეული იყო, ახალ სკოლასაც ვერ მოერგო, მიტომაც დედოფალმა ვიქტორიამ სარა უკან დააბრუნა ინგლისში და მისი აღზრდა მისიონერებს დაავალა.

 

 

18 წლის ასაკში სარას ცოლობა სთხოვეს. ეს იყო მდიდარი აფრიკელი ბიზნესმენი ჯეიმს პინსონ ლაბული დევისა, რომელიც იმ დროისთვის ბრიტანეთში ცხოვრობდა. გოგონამ თავდაპირველად უარი უთხრა მას, მაგრამ დედოფლის რჩევით საბოლოოდ მაინც დათანხმდა, ქორწილი კი ძალიან მდიდრული ჰქონდა.

 

 

 

ქორწილის შემდეგ წყვილი სიერა-ლეონეში გაემგზავრა, დევისის სამშობლოში, სადაც სარა ფრიტაუნის სკოლაში ასწავლიდა. მალე ცოლ-ქმარს პირველი ქალიშვილი შეეძინათ. სარამ გოგონას დედოფალი ვიქტორიას საპატივცემულოდ დაარქვა სახელი, დედოფალი კი ამ გოგონას ნათლიაც გახდა.

 

სარა შვილთან ერთად რამდენჯერმე ეწვია ინგლისს, ყოველ ჯერზე დედოფალ ვიქტორიას ხვდებოდა და თავის ამბებს უყვებოდა. მონარქი ვიქტორიას სარას სიკვდილის შემდეგაც აქცევდა ყურადღებას და ზრუნავდა მასზე, რასაც დედოფლის დღიურში ჩანაწერიც გვიმტკიცებს: “ ვნახე საბრალო ვიქტორია დევისი, ჩემი შავკანიანი ნათლული, რომელმაც დილით შეიტყო თავისი დედის გარდაცვალების შესახებ''.

 

ისტორიული ქრონიკები სავსეა კანონებით, ფაქტები მეფეებზე და ბრძოლებზე, მაგრამ დედოფალი ვიქტორიას ნათლულის ისტორია ნაკლებად ცნობილია. ეს ისტორია სრულიად ცვლის ვიქტორიანული ინგლისის წარმოდგენას, რადგან როგორც აღმოჩნდა, აფრიკის კონტინენტის წარმომადგენლები მჭიდროდ ყოფილან დაკავშირებული ინგლისის მაღალი ფენის საზოგადოებასთან და ბრიტანეთში ცხოვრობდნენ კიდეც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი