logo_geo
ვინ გადაწყვიტა, თუ რა ხანგრძლივობის უნდა იყოს წამი?
- +

31 იანვარი. 2021. 23:57

 

გიფიქრიათ ოდესმე, რატომ არის წამი ერთი ერთეულის ტოლი და არა მეტის ან ნაკლების? წამის, წუთისა და საათის ხანგრძლივობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო.

 

მოგიყვებით, თუ როგორ საზღვრავდნენ დროს საუკუნეების წინ:

 

ადრეული ეპოქის ადამიანი დროს მზის მოძრაობის მიხედვით საზღვრავდა. ეგვიპტელები განსაზღვრავდნენ საათებს, როგორც დღის ან ღამის 1/12-ს, გამოყოფდნენ წელიწადის დროებსაც.

 

ბერძენმა ასტრონომებმა პირველებმა დაამკვიდრეს დრო თანამედროვე გაგებით - დღე ექვს ნაწილად დაყვეს და შემდეგ ეს ნაწილები ოთხ პატარა ნაწილად დააცალკევეს. მათ შემოიღეს „წუთის“ წინამორბედი ვერსია, რომელიც განისაზღვრებოდა იმით, თუ რა დრო დასჭირდებოდა მზეს ცის გასწვრივ ერთი გრადუსის გავლისთვის (დაახლოებით ოთხი წუთი, თანამედროვე გაგებით).

 

სიტყვა „წამი“ 1000 წელს სპარსელმა სწავლულმა ალ-ბირუნმა დანერგა და განსაზღვრავდა ახალ მთვარეებს შორის ციკლს, როგორც დღეების, საათების, წუთების, წამების, მესამედებისა და მეოთხეების მაჩვენებელს.

 

1200-იან წლებში ინგლისელმა როჯერ ბეკონმა კი სისტემა მთლიანად საათს მოარგო და 1 საათი 60 დანაყოფზე გაანაწილა.

 

1500-იანი წლების ბოლოს, მექანიკური საათების გაჩენისთანავე ნამდვილი სტანდარტული წამები გაჩნდა.

 

1680 წელს ინგლისელმა მესაათემ უილიამ კლემენტმა საქმეში ფიზიკა ჩართო და საკმაოდ ზუსტი საათი შექმნა. მან წამი დროის ერთეულად აქცია.

 

1862 წლისთვის დადგინდა, რომ წამი იქნება დროის ძირითადი ერთეული, მილიმეტრთან და მილიგრამთან ერთად.

 

გასული საუკუნის 40-იანი წლებისთვის ბრიტანეთის მეცნიერების განვითარების ასოციაციამ (BAAS) , რომელიც 1831 წელს ჩამოყალიბდა, მზის დღის თანაფარდობა წამთან განსაზღვრა, როგორც: 1 / 86,400.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი