logo_geo
წაგიკითხავთ გიორგი ლეონიძის ლობიოს დაუჯდომელი?
- +

2 თებერვალი. 2021. 18:08

 

 

მწერლისა და პოეტის გიორგი ლეონიძის ლობიოს დაუჯდომელი ალბათ ბევრისთვის უცნობია, ამიტომ სიამოვნებით წარმოგიდგენთ:

 

„ჰოი, ყოვლად ნოყიერო, გემოთი სამო, ყნოსვის დამატკბობელო შეჭამანდო სამეფოო, ფასდაუდებელო, ლობიო ქართლისაო!

 

დიდ არს ღვაწლი შენი წინაშე ერისა ქართველისა, რამეთუ შენგან იზრდების და იკვებების ქართველი თვითეული, უმეტეს სხვათა საზრდელთა შორის, სიყრმიდგან ვიდრე სიბერემდე.

 

დიდ არს ძახილი შენი!

 

ჩვენ, ყოველნი დადგრომილნი ფერხთა ზედა წინაშე შენსა კოვზითა და ციცხვითა ველით აჩუხჩუხებასა შენსა და ამოზელასა შენსა სახმარებლად ჩვენდა და ხმით დიდითა გიღაღადებთ შენ: დიდება მრავალფეროვნებასა შენსა,

 

დიდება წინწკლებსა შენსა ჩუხჩუხის შენისასა!

 

დიდება ლაბასა წვენისა შენისასა!

 

დიდება ქოთანსა, რომლის შინა დამკვიდრებულ ხარ და ძირსა მისსა, რამეთუ ძირი მისი არს ტახტი შენისა ძლიერებისა და ნოყივრობისა!

 

დიდება ბუხარსა მაღალსა, რომელმან გიტვირთა შენ!

 

დიდება კეთილ სურნელოვან ქინძსა შენსა, ყნოსვისა ჩვენისა დამატკბობელსა!

 

დიდება დანაყილსა ნიგოზსა შენსა, რამეთუ არს გვირგვინი გემოვნებისა შენისა!

 

დიდება ჯამსა თიხისასა, რომელსა შინა შთაგასხმენ შენ!

 

დიდება შენდა, სამოთხიდან გადმორგულო, სუფრის მამშვენებელო ლობიო, შეჭამანდო სამეფოო!“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი