logo_geo
უკანასკნელი ნეანდერტალელი ადამიანი პლანეტაზე- აზო ბასსოუს უცნაური ისტორია
- +

3 თებერვალი. 2021. 21:43

 

წლების მანძილზე მეცნიერები ეძებდნენ ადამიანის ევოლუციის მტკიცებულებას, კავშირს ადამიანსა და მის მაიმუნის მაგვარ წინაპრებს შორის ადამიანის ევოლუციის თეორიის შესაბამისად.

 

1931 წელს მაროკოში, მარაკეშში აღმოაჩინეს ვინმე აზო ბასსოუ, რომლის შესახებაც ინფორმაცია მედიაში ძალიან სწრაფად გავრცელდა.

 

როგორც აღმოჩნდა აზო ცხოვრობდა დადესში ქალაქ სკურასთან ახლოს. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობდა მას, აზო ცხოვრობდა გამოქვაბულში და იკვებებოდა უმი ხორცით, რომელსაც ნადირობით მოიპოვებდა.

 

ის დადიოდა სრულიად შიშველი, ამოჭრილ ტომარას აცვამდნენ მხოლოდ მაშინ როცა მასთან სურათის გადაღება მოუნდებოდათ. აზო იმდენად პრიმიტიულ ინსტრუმენტებს იყენებდა, რომ მეცნიერები მათ დანახვაზე სახტად რჩებოდნენ. მათ უკვირდათ, თუ როგორ ახერხებდა აზო ასეთი პრიმიტიული იარაღებით ნადირობას ან როგორ ატყავებდა ნანადირევს, რათა უმი ხორცი მიეღო საკვებად.

 

მეცნიერების კვლევებით დადგინდა, რომ აზო პრიმიტიული აზროვნების ადამიანი იყო თითქმის ნულოვანი ინტელექტით. მას შეეძლო წარმოეთქვა რამდენიმე სიტყვა, მაგრამ უდიდესი ნაწილი გაუგებარი იყო სხვებისთვის.

 

მას ჰქონდა მაიმუნის მსგავსი თავის ქალა, გრძელი ცხვირი და ძალიან გრძელი ხელები, რომელთა სიგრძე თითქმის მუხლებამდე წვდებოდა.

 

 

 

1956 წელს ფრანგი მწერალი ჟან ბულე, ეთნოლოგ მარსელ გომეტასთან ერთად ეწვია მაროკოს და იმ ადგილს, სადაც ცხოვრობდა აზო, რათა ის გამოეკვლიათ.

 

მეცნიერმა აზო ბასსოუს ქალა შეადარა ნეანდერტალელის ქალის ნარჩენებს და განცვიფრებული დარჩა, რადგან მათი შორის მსგავსება ძალიან დიდი იყო. ყვითელმა პრესამ აზოს მაშინვე უწოდა უკანასკნელი ნეანდერტალელი დედამიწაზე.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი