logo_geo
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხედავთ, რომ ქუჩაში ადამიანი შეუძლოდ გახდა
- +

5 თებერვალი. 2021. 02:55

 

 

პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ თავად უსაფრთხოდ ხართ. ეს არის მთავარი წესი ყველა იმ სიტუაციაში, როდესაც ვინმეს დახმარებას აპირებთ. მაგალითად, თუ ადამიანი ან გარშემომყოფნი აგრესიულად არიან განწყობილი, უმჯობესია, არ მიუახლოვდეთ. თუმცა ასეთ დროს სასწრაფოს ან პოლიციის გამოძახება აუცილებელია, რადგან მსგავს სიტუაციაში მყოფი ადამიანი დაუცველია და შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს.

 

დაათვალიერეთ ადამიანის გარეგნული დაზიანებები

 

თუ ხედავთ სისხლდენას ან რამე სხვა სახის დაზიანებას, რეკომენდებულია დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება და სულ ცოტა, სავარაუდო მისამართი მაინც მიუთითეთ (და არა მხოლოდ ქუჩა). თუ გარკვეული დროის შემდეგ ზუსტი ადგილმდებარეობა გაიგეთ, შეგიძლიათ დარეკოთ და უკვე განხორციელებულ ზარს ეს ინფორმაცია დაამატოთ.

 

აუცილებლად დაელოდეთ, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვა. პრობლემა ის არის, რომ თუ ასე არ მოიქცევით, ადამიანმა შეიძლება ოდნავ უკეთ იგრძნოს თავი და გადაადგილდეს, მიუხედავად იმისა, რომ მას პირველადი სამედიცინო დახმარება სჭირდება. იმავდროულად, სასწრაფო დახმარების ჯგუფს პაციენტის ძებნა მოუწევს. თუ სავარაუდო მისამართს მიუთითებთ, ორიენტირებისთვის ექიმი სწორედ თქვენ დაგირეკავთ.

 

შეეცადეთ გაარკვიოთ, სჭირდება თუ არა ადამიანს დახმარება

 

ამისათვის შეეხეთ მას მხარზე და დაუძახეთ. თუ ადამიანი კონტაქტურია და ამბობს, რომ მას დახმარება არ სჭირდება, მაგრამ დამოუკიდებლად გადაადგილებას აშკარად ვერ ახერხებს, თქვენ უნდა შეაფასოთ საფრთხე, რომელსაც ის საკუთარ თავს უქმნის. დაშავებულს უნდა ჰკითხოთ, ნასვამია თუ არა ან რამე დაავადება ხომ არ აქვს.

 

გაითვალისწინეთ, რომ გონზე მოსვლას შეიძლება თან ახლდეს აგრესია. თუ საკმარისად თავდაჯერებული არ ხართ, უგონოდ მყოფ ადამიანს არ შეეხოთ. სასწრაფო დახმარებას გამოძახებისთანავე აცნობეთ, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფი პირი იპოვეთ, შეეცადეთ მასთან კონტაქტს, მაგრამ ის არ რეაგირებს და ალკოჰოლის სუნი გცემთ (თუ ეს ასეა). არ თქვათ, რომ ადამიანი მთვრალია, თუ იქვე არ არიან ამ ფაქტის თვითმხილველები.

 

თუ ადამიანი არ რეაგირებს, სუნთქვა შეუმოწმეთ

 

ეს როგორ უნდა გააკეთოთ, უკეთ სპეციალურ კურსებზე გასწავლიან. თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ, შემდეგი წესები უნდა გაითვალისწინოთ:

 

 

  1. ადამიანი ზურგზე დააწვინეთ.

 

  1. ერთი ხელისგული შუბლზე დაადეთ, რათა თავი უკან გადაუწიოთ, ორი თითით კი ქვედა ყბა აუწიეთ.

 

  1. თავი დახარეთ იმ  პოზიციამდე, რომ დაინახოთ, პაციენტის გულ-მკერდი სუნთქვისას მოძრაობს თუ არა და ლოყაზე ამოსუნთქულ ჰაერს გრძნობდეთ. აღნიშნულ პროცესს 10 წამის განმავლობაში დააკვირდით.

 

  1. თუ სუნთქვა ძალიან სუსტი, იშვიათი, ნელი ან ხმაურიანია, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და თუ ეს შესაძლებელია, გულ-ფილტვის რეანიმაცია დაიწყეთ.

 

გამოძინების საშუალება არ მისცეთ

 

ხშირ შემთხვევაში, სერიოზული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროსაც კი, ადამიანს არ სჭირდება სამედიცინო ჩარევა - ის დაიძინებს და გამოფხიზლდება. მაგრამ ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად დასრულდეს. ადამიანი იძინებს, მაგრამ დიდი დოზით ალკოჰოლი მოქმედებას განაგრძობს, რაც მოწამვლას, კომასა და სიკვდილს იწვევს. გარდა ამისა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, სუნის მიუხედავად, შეიძლება მსუბუქი იყოს. გაურკვეველი მეტყველება, ცნობიერების არევა და ცუდი კოორდინაცია კი თავის ტრავმამ ან ინსულტმა განაპირობოს. ამის ერთმანეთისგან თვალით გარჩევა სამედიცინო პერსონალისთვისაც რთულია, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი