logo_geo
რა იწვევს თმის ცვენას და როგორ ვუმკურნალოთ მას
- +

6 თებერვალი. 2021. 13:45

 

 

ექიმმა-დერმატოლოგმა, ტრიქოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ნინო ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ანატომია“ თმის ცვენის შესახებ ისაუბრა და განმარტა, მისი მკურნალობის ხალხურ მეთოდზე, ნივრის გამოყენებაზეც ისაუბრა.

 

„თმის ცვენის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. ყველაზე ხშირია ანდროგენული ალოპეციაა, რომელსაც მამაკაცის ტიპის ცვენასაც უწოდებენ. მამაკაცებს ცვენა შუბლთან, გვირგვინის არეში ეწყებათ და ქალებს - თხემის არეში. მამაკაცებში ცვენა უფრო, გენეტიკურია, ქალების 50%-ში ჰიპერანდროგენემიის ბრალია, 50%-ში - გენეტიკის. ძირითადად, ექიმს მიმართავენ მაშინ, როცა ხედავენ, რომ ბევრი თმა სცვივათ. შეიძლება, თმა საერთოდ არ გცვიოდეს, მაგრამ თხელდებოდეს, რაც ბევრად უფრო საყურადღებოა. გარდა ამისა, არსებობს ბუდობრივი ალოპეცია, რომელიც ბავშვებში ძალიან ხშირია და ნაწიბუროვანი ალოპეცია, რომელიც სისტემური დაავადებების ერთ-ერთი გამოვლინებაა სკალპზე. თუ ამ დაავადებებს ცალ-ცალკე ჩავშლით, ყველას გამომწვევი სხვადასხვა მიზეზია. ბუდობრივი ალოპეციის მიზეზი ავტოიმუნური დაავადებაა და მას ახასიათებს ერთი ან რამდენიმე ბუდობრივი კერა, რომელიც წრიული მიმართულებით იზრდება. ეს კერები, შეიძლება, გაერთიანდეს და ტავის საფარი მთლიანად მოიცვას. შეიძლება ის განვითარდეს წარბების, წვერის არეში და მთლიან სხეულზეც კი. ანდროგენული ალოპეცის შემთხვევაში, მამაკაცებს კვლევა არ სჭირდებათ, რადგან ის ანდროგენებითაა გამოწვეული და გენეტიკურია. უმეტეს შემთხვევაში, ეს დედის გენებიდან მოდის, ანუ დედის მამას, დედის ძას როგორც აქვს, გენებიც უფრო იქითაა“ - აღნიშნა ნინო ლორთქიფანიძემ.

 

მისი თქმით, იმის დასადგენად, თმის ცვენა ადგილობრივი პრობლემაა თუ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებიდან მომდინარეობს, საჭიროა დადგინდეს, რომელი ტიპის ცვენა აქვს ადამიანს.

 

„თუ ნაწიბუროანი ალოპეცია, ესეც სხვადასხვაგვარია: არსებობს მეორადი ნაწიბურობანი ალოპეციები. ხშირია, როცა ბავშვს თმას პარსავენ და გული უსკდებათ. ამ დროს, ელემენტარული ტრავმაც კი თავზე, ტოვებს პატარა ნაწიბურს. ასევე, სოკოვანმა დაავადებამ, დამწვრობამ, ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ თუ ესაა დისკოიდური წითელი მგლურა, წითელი ბრტყელი ლიქენი, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ, რომ ეს არ იყოს სიტემური“ - აღნიშნა ნინო ლორთქიფანიძემ.

 

მისივე განცხადებით, თმის ცვენის ნივრით მკურნალობის ეფექტურობა სტადიაზეა დამოკიდებული.

 

„ბუდობრივი ალოპეციის დროს, ნიორს ძალიან ხშირად ხმარობენ, მაგრამ სულ ვიმეორებ, რომ მნიშვნელობა აქვს, რომელ სტადიაზე ვაკეთებთ ამას. ბუდობრივ ალოპეციას აქვს მწვავე სტადია. მწვავე დაავადების დროს, ხელს რომ მოკიდებ, თმები ზელსი გრჩება. ამას აქვს სპეციალური ნიშნები, რომელსაც „ძახილის ნიშნის ფორმის თმები“ ჰქვია. ტრიხოსკოპია არის სპეციალური აპარატი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სარწმუნო აპარატაადაა მიჩნეული. მისით ადგენენ, როგორი სტადიაა. თუ მწვავე სტადიაა, ნივრის წასმა გამოიწვევს მთლიანი წარბის, წამწამისა და თმიანი სხეულის სრულ ცვენას გამოიწვევს. თუ სტაციონალური სტადიაა, როცა უკვე გამაღიზიანებელი უნდა, მედინამენტი იქნება ნიორი, თმას ამოიყვან“ - განაცხადა ნინო ლორთქიფანიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი