logo_geo
,, სალამი, ჟანგბადი გაქვთ?"- აშშ-ში კლდეზე მაღაზია გახსნეს
- +

6 თებერვალი. 2021. 22:07

 

 

გამოცდილი ალპინისტები წინასწარ ითვლიან არა მხოლოდ აღმართის მარშრუტს, არამედ ყველა იმ დაბრკოლებას, რომელიც კლდეზე ასვლის დროს შეიძლება გადააწყდნენ. აშშ-ში კლდოვან მთებზე წვიმა ყოველ წუთს შეიძლება დაიწყოს ხოლო ზაფხულში ტემპერატურის ცვლილებები ძალიან ხშირია. აი ეს მაღაზია კი რომელსაც «37.5» ჰქვია, სულ რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა ელდორადოს კანიონის ფერდობზე და მიწიდა დაახლოებით 100 მეტრზეა ჩამოკიდებული.

 

 

ეს პატარა მაღაზია კომპანიის 37.5 Technology სარეკლამო პროექტია, ისინი განსაკუთრებით მტკიცე და წყალგაუმტარ ნაჭრებს ამზადებენ. პატარა მაღაზიაში კი დილიდან საღამომდე გამყიდველი ზის, რომელიც ალპინისტებს უსასყიდლოდ ურიგებს წყალგაუმტარ მანტიებს, თბილ სვიტერებს და წინდებს.

 

 

ამ პატარა შენობის დასაფიქსირებლად პროფესიონალ ალპინისტებს 6 კვირა დასჭირდათ, მაღაზია თოკებით აჰქონდათ ზევით და ამაგრებდნენ. განსაკუთრებული კონსტრუქციის წყალობით კი ძლიერი ქარის დროსაც უძრავად რჩება ადგილზე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი