logo_geo
რა თქვეს ცნობილმა ადამიანებმა სიკვდილის წინ
- +

7 თებერვალი. 2021. 16:26

 

ცნობილ ადამიანებს გამორჩეული და რთული ცხოვრება აქვთ, როგორც ჩანს, მათ საკუთარი სიკვდილიც დაუვიწყარი და განსაკუთრებული გახადეს.

 

გთავაზობთ 10 ფრაზას, რომელიც ცნობილმა ადამიანებმა სიკვდილის წინ თქვეს.

 

  1. ოსკარ უაილდი კვდებოდა ოთახში, სადაც უგემოვნო შპალერი იყო გაკრული. მოახლოებულმა სიკვდილმა ცხოვრებაზე მისი შეხედულება არ შეცვალა. სიტყვების შემდეგ: „მომაკვდინებელი შეფერილობა! ერთ-ერთ ჩვენგანს აქედან წასვლა მოუწევს“, ის წავიდა.

 

  1. დედოფალი მარია ანტუანეტა სასიკვდილო განაჩენის მისაღებად მიდიოდა და ჯალათს ფეხზე დააბიჯა: „გთხოვთ, მაპატიეთ, მისიე, შემთხვევით მომივიდა“.

 

  1. იმპერატორმა ელიზავეტამ გააოცა ექიმები, როდესაც სიკვდილამდე ერთი წუთით ადრე ბალიშებზე წამოჯდა და იკითხა: „რა, მე ისევ ცოცხალი ვარ?“. ექიმებმა რეაგირებაც ვერ მოასწრეს, ისე გარდაიცვალა ის.

 

  1. ამერიკელი დრამატურგი იუჯინ ო’ნილი: „ასეც ვიცოდი! ასეც ვიცოდი! დავიბადე სასტუმროში, ეშმაკმაც წაიღოს, სასტუმროშივე ვკვდები“.

 

  1. დახვრეტის მოლოდინში მყოფმა მოცეკვავე მატა ჰარიმ ჯარისკაცებს, რომლებიც მას იარაღს უმიზნებდნენ, საჰაერო კოცნა გაუგზავნა: „მზად ვარ, ბიჭებო!“

 

  1. ინგლისელი მწერალი-პროზაიკოსი სომერსეთ მოემი: „სიკვდილი – მოსაწყენი და არასასიხარულო საქმეა. ჩემი რჩევა იქნება, არასდროს დაკავდეთ ამით“.

 

  1. ამერიკელი პროზაიკოსი და დრამატურგი უილიამ საროიანი: „სიკვდილი ყველას უწერია, მაგრამ მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გამონაკლისი ვიქნებოდი. და რა?!“

 

  1. ცნობილი ამერიკელი ქირურგი ჯოზეფ გრინი პროფესიული ჩვევის გამო პულსს ისინჯავდა. „პულსი გაქრა“,- თქვა მან და გარდაიცვალა.

 

  1. ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი ლიტონ სტრეიჩი: „ეს თუ სიკვდილია, მე მისით არ აღფრთოვანებულვარ“.

 

  1. რუსი მწერალი-სატირიკოსი სალტიკოვ-შედრინი სიკვდილს კითხვით შეხვდა „ეს შენ ხარ, დებილო?“.
big_banner
არქივი