logo_geo
კოჭა - სიცოცხლის ელექსირი
- +

9 თებერვალი. 2021. 18:40

 

კოჭა (იგივე ჯანჯაფილი, იმბირი) სასწაულმოქმედია, ნედლიც და ხმელიც თითქმის ყველა დაავადებას შველის. ხსნის დაღლილობას, მოთენთილობას, აპათიას, სახსრების ტკივილს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება (განსაკუთრებით გაცივების დროს), მძიმე ავადმყოფობისა და ოპერაციების შემდეგ აღადგენს ძალასა და ენერგიას.

 

წვრილად დაჭრილ კოჭას დაასხით ცივი წყალი, ადუღეთ 30 წუთი. როდესაც დარბილდება, გადაწურეთ, დააყარეთ შაქარი და დაასხურეთ წყალი. გადაიტანეთ ქილაში, მჭიდროდ თავდახურული შეინახეთ მაცივარში. ასე შენახული კოჭა მწარე შოკოლადივით ამაღლებს გუნება-განწყობილებას.

 

გაცივების დროს:

 

1) 0,5 სმ-ის ჯანჯაფილის ნაჭერი ჩაიდეთ პირში და წუწნეთ მანამ, სანამ არ გაქრება დასუსხვის გრძნობა.

 

2) გაცივების პირველი სიმპტომებისთანავე გაიკეთეთ ჯანჯაფილის აბაზანა. 2-3 ს/კ ფხვნილი 10 წუთი ადუღეთ 1 ლ წყალში, ნახარში ჩაასხით აბაზანაში და 15-20 წუთით შიგ ჩაწექით. აბაზანის შემდეგ არ გადაივლოთ წყალი, შემოიხვიეთ ხაოიანი პირსახოცი და ჩაწექით ლოგინში. კარგი იქნება, თუ დალევთ ცაცხვის თაფლიან ჩაის, დილას ჯანმრთელი გაიღვიძებთ.

 

ყელის ტკივილის დროს:

 

დალიეთ 1ჩ/კ მარილიანი კოჭას წვენი.

 

კოჭას ჯემი საუცხოოა გაცივების, ხველების დროს და კუჭის მოქმედების მოსაწესრიგებლად.

 

ჯემი ასე მოამზადეთ:

 

250 მლ წყალში გახსენით 0,5 ჭიქა შაქარი, დაამატეთ 1 ს/კ კოჭას წვენი, ადუღეთ შესქელებამდე; შემდეგ დანის წვერით დაამატეთ გახეხილი მუსკატის კაკალი და ზაფრანა.

წონაში დასაკლებად - 1 ჩ/კ კოჭას ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და ლიმონის პატარა ნაჭერი. ჩაი დალიეთ ჭამის წინ.

 

1 ჩ/კ გახეხილ კოჭას დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ და დალიეთ, ყავაზე უკეთესად გაგამხნევებთ. თუ ჭამის შემდეგ მიირთმევთ კოჭას მარინადს, კუჭ-ნაწლავის პრობლემები არ შეგექმნებათ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი