logo_geo
ვისაც უკვე დაემართა, ერთდროს ისინიც ჩვენსავით დარწმუნებულები იყვნენ, რომ არასდროს დაემართებოდათ ასეთი რამ
- +

9 თებერვალი. 2021. 22:53

 

ადამიანები ამქვეყნად ჩვენ-ჩვენი მისიით მოვდივართ და ეს თანდაყოლილი მისია აუცილებლად და მხოლოდ სიკეთის ქმნაა, თუმცა ყოველდღიური პრობლემებით ისე ვეფლობით ჭაობში, რომ საკუთარი თავისთვის უპრობლემო და სუფთა ადგილის დამკვიდრებაზე ვიწყებთ ზრუნვას და ამასობაში გვავიწყდება დაბადებისას თანდაწერილი და ჩვენი გენეტიკური კოდით უსტარივით გამოტანებული თუ ინსტრუქციასავით თანმოყოლილი ფუნქციაც და მისიაც.

 

 

ერთდროულად უპრობლემო და სუფთა, ჩემი აზრით, არ არსებობს... სიბინძურესთან გამკლავება თვითონ პრობლემა, რომელიც კოლოსალურ ძალისხმევას მოითხოვს. სიკეთის ქმნა - მისიაა თანდაყოლილი, მაგრამ სიბინძურესთან ბრძოლაში ზოგჯერ ისე ვიღლებით, იოლ ცხოვრებას ვამჯობინებთ და თანდაყოლილ მისიასაც "ცხოვრების გაიოლების" მოტივით ვიხსნით მხრებიდან. თითქოს მარტივი რამაა სიკეთე, მაგრამ საქმნელად - ძნელი. სამაგიეროდ, ბოროტების ქმნაა ადვილი. არჩევანი კი ჩვენზეა!

 

ამ სტატიითაც არჩევანის წინაშე გაყენებთ. თუმცა იმ დროს, როცა გადაწყვეტთ, სიკეთისკენ წარმართოთ ეს ცოდნა თუ ბოროტებისკენ, უცებ გაიხსენეთ მარტივი, სრულიად მარტივი ჭეშმარიტება, რომ ყველაფერი ამქვეყნიური წარმავალია .... და დიდად იმაზეც ნუ გაირჯებით, ჯანდაბას ჩვენი წარმავალი თავები, ოღონდ შვილებს მსუყე მემკვიდრეობები დავუტოვოთო.

 

ბევრის მომავალ თაობას გაუშვია სინით მირთმეული მემკვიდრეობა წამალში, ბევრს სამორინეში, ბევრს კიდევ ათასგვარი გადახრისთვის დარჩენია საფიქრალი დრო. ბევრის მემკვიდრეობას ცეცხლი წაჰკიდებია და მილიონები ნაცართან გატოლფასებულა, ბევრი დევნილად ქცეულა და მარტო საკუთარი თავი გამოჰყოლია მამაპაპისეული სასახლეებიდან...

 

მოდით, შვილებსაც დავუტოვოთ საზრუნავი, საფიქრალი, სტიმული, რომ იმოქმედონ, იმოძრაონ და არ მიეცნენ განცხრომას მშობლების დანატოვარზე, არ შეეჩვიონ მუქთახორობას და სხვის იმედზე ყოფნას ხელგაწვდილობით. ნუ ვიქნებით თვითდარწმუნებული, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ეს არ დაემართებათ...

 

http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/134527-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%C2%A0-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%A0%E1%83%9D/19/

 

 

right_banner big_banner
არქივი