logo_geo
როგორ მოექცა ლავრენტი ბერია კაცს, რომელმაც განაცხადა: მეგობრის გასვენებაზე დასასწრებად სია არ მჭირდება, ამას ვერავინ დამიშლის
- +

10 თებერვალი. 2021. 00:06

 

არაკაცებმაც იციან ღირსეული საქციელის ფასი!

 

როცა პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა, ბერიას დავალებით შედგა 30 კაციანი სია, თუ ვის შეეძლო დასწრებოდა მისი დაკრძალვის ცერემონიას. ამ სიაში, ცხადია, მხოლოდ ახლო ნათესავები იყვნენ აღნიშნული.

 

პაოლოს მეგობრებიდან მხოლოდ და მხოლოდ კოლაუ ნადირაძე მივიდა ჯიუტად. ეს კი ლამის თვითმკვლელობის ტოლფასი იყო - შეეძლოთ დაეხვრიტათ ამ საქციელისთვის.

 

როცა პროცესიასთან ახლოს მისვლა დააპირა, ჩეკისტი გადმოუხტა წინ - სიაში არ ხართ, არ შეიძლებაო.

 

კოლაუს პასუხი: "მეგობრის გასვენებაზე დასასწრებად სია არ მჭირდება, ამას ვერავინ დამიშლის!"

 

სწორედ კოლაუმ მონიშნა ღვინის ბოთლებით პაოლოს საფლავი და გადაარჩინა დაკარგვას.

 

ლავრენტი ბერიას მოახსენეს ეს ამბავი, უთქვამს:

 

- ყოჩაღ, კოლაუ! ხელი არ ახლოთ!

  

არაკაცებმა, მგონი კიდევ უკეთ იციან კაცობის ფასი

 

http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/135274-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%90-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/21/

 

 

right_banner big_banner
არქივი