logo_geo
როგორი იქნება მარსზე დაბადებული ბავშვი და რა განასხვავებს მას დედამიწელი თანატოლებისგან
- +

11 თებერვალი. 2021. 13:24

 

მარსის ზედაპირის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. წითელ პლანეტაზე,  ზედაპირის გამოსაკვლევად, სხვადასხვა მოწყობილობები იგზავნება, რათა მომავალში იქ ადამიანების გამგზავრება გახდეს შესაძლებელი.

 

კომპანია „სფეის იქსი“ მარსზე ადამიანის გამგზავრებას 2024 წლისთვის გეგმავს და ამ მისიისთვის კოსმოსურ ხომალდს, „Starship“ აშენებს.

 

თუ ადამიანი მარსის ზედაპირზე ფეხის დადგმას მოახერხებს, სავარაუდოდ, იქ კვლევითი სადგურიც აშენდება. შესაძლებელია, რომ ამავე სადგურზე, ისტორიაში პირველად  დედამიწის გარეთ დაბადებული ბავშვიც გამოჩნდეს.

 

მარსის ზედაპირზე, დედამიწასთან შედარებით, რადიკალურად განსხვავებული პირობებია, ამიტომ იქ დაბადებული ბავშვი, სხვანაირად განვითარდება. ამის შესახებ ტექნოლოგიური პორტალი ჰაი-ნიუსი წერს.

 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შორეული პლანეტა, იქ დაბადებულ ბავშვებზე სხვადასხვა გავლენას მოახდენს.

 

ავტორის თქმით პირველ რიგში, მარსზე დაბადებული ბავშვები თავის დედამიწელ თანატოლებთან შედარებით უფრო მაღლები იქნებიან. პლანეტაზე უწონადობის გამო ხერხემლის ფორმები იცვლება.  ხდება მისი ე.წ. გაწელვა.

 

მაგალითად, ამავე მიზეზით  გრძელი კოსმოსური ფრენების დროს ასტრონავტების სიმაღლე 3 პროცენტით იზრდება, საშუალოდ 3-5 სანტიმეტრით. მათი დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კი სიმაღლე ერთი კვირის განმავლობაში, უბრუნდება იმ ნიშნულს, რაც მათ კოსმოსში გაფრენამდე ჰქონდათ.

 

აქედან გამომდინარე, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მარსზე დაბადებული ბავშვები, დედამიწელ თანატოლებთან შედარებით უფრო მაღლები იქნებიან.

 

ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც წითელი პლანეტის შესახებ არსებული ცოდნის საფუძველზეა გაკეთებული.

 

ევოლუციონისტის და ბიოლოგის, სკოტ სოლომონის აზრით, მარსის მომავალი მოსახლეობა, მათ შორის პლანეტაზე დაბადებული ბავშვებიც, მთელი რიგი სერიოზული დაავადებებისკენ იქნებიან მიდრეკილები.  კოლონისტების  საცხოვრებელი პირობები მკაცრი და მჭიდრო იქნება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიოპია, იგივე ახლომხედველობა, ამას დაემატება რადიაციაც.

 

დიდი რადიაციული გამოსხივების გამო, მარსის ახალ მცხოვრებლებში მოიმატებს სიმსივნური დაავადებები. მაგრამ თუ ისინი წითელ პლანეტაზე დიდი ხნით დარჩებიან, შემდგომი თაობები  რადიოაქტიური გამოსხივებისგან დამცავ მექანიზმებს გამოუმუშავებენ.  ამ პროცესში კი შეიძლება კანის ფერის გარკვეული ცვლილებებიც დაფიქსირდეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი