logo_geo
ბუცები, რომლითაც ლიონელ მესიმ პელეს რეკორდი დაამხო, საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდება
- +

13 თებერვალი. 2021. 10:34

 

 

ბუცებს, რომლითაც „ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს რეკორდი დაამხო, კატალონიის ხელოვნებათა ეროვნული მუზეუმი საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდის. ამის შესახებ მუზეუმის Twitter-გვერდი იუწყება.

 

23 დეკემბერს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში „ვალიადოლიდის“ კარში გატანილი გოლით მესიმ „ბარსელონას“ რიგებში თავისი 644-ე გოლი გაიტანა, რითაც ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით პელეს გაუსწრო (643). ამჟამად არგენტინელის ანგარიშზე 758 მატჩში 651 გოლია.

 

მესის ბუცების ნახვა მუზეუმში ერთი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი მუზეუმი მათ საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდის, მიღებულ თანხას კი ონკოდაავადებული ბავშვების მკურნალობას მოახმარს.

 

„ისტორიული რეკორდის დამხობა ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი ისაა, რომ მაქვს შესაძლებლობა დავეხმარო ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ“, - განაცხადა მესიმ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი