logo_geo
არგენტინაში მეცნიერებმა რეპტილიის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
- +

13 თებერვალი. 2021. 20:31

 

არგენტინელმა მეცნიერებმა რეპტილია რინხოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ მეცნიერების პოპულარიზაციის სააგენტო იუწყება, რომელიც მატანსას უნივერსიტეტის ეგიდით საქმიანობს.

 

რეპტილია ბალახით იკვებებოდა და 230 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

 

მეცნიერებმა რეპტილიის ყბა შეისწავლეს, რომელზეც კბილის რამდენიმე რიგია, ასევე ყბაზე არის ძვლოვანი წანაზარდი, რომელიც ნისკარტს ჰგავს.

 

„ნაპოვნი ნეშტები, რამდენიმე რეპტილიას ეკუთვნის და ისინი გათხრების შედეგად არგენტინაში ბოლო 10 წლის განმავლობაში სხვა და სხვა ადგილას აღმოაჩინეს. რის საფუძველზეც დავადგინეთ, რომ ნეშტი რეპტილიის ახალ სახეობას ეკუთვნის“, - აცხადებს პალეონთოლოგი ლუკას ფიორელი.

 

რეპტილიის ახალ სახეობას, ბიოლოგ ელოიზა არგანიასის საპატივცემულოდ დაარქვეს. მეცნიერი მონაწილეობდა გათხრებში და 2014 წელს გარდაიცვალა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი