logo_geo
დაფნის ფოთოლის სამკურნალო თვისებები
- +

14 თებერვალი. 2021. 23:41

 

 

დაფნის ფოთოლს იყენებენ დიაბეტის მკურნალობის დროს, სახსრებში ტკივილის მოსახსნელად, ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ და მადისა და წონის კლებისთვის. დაფნა ორგანიზმში ამცირებს შაქარს, აქვეითებს მადას და სახსრებში ხსნის ტკივილს. გთავაზობთ რეცეპტებს, რომლის მთავარი ინგრედიენტი დაფნის ფოთოლია.

 

  1. დიაბეტის მკურნალობის დროს შაქრის დასაწევად - დაფნის 10 ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა ადუღებული წყალი და 2-3 საათის მანძილზე გააჩერეთ. ნახევარი ჩაის ჭიქა მიიღეთ დღის მანძილზე სამჯერ, ნახევარი საათით ადრე ჭამამდე.

 

  1. სახსრებში ტკივილის მოსახსნელად - 10 გრ დაფნის ფოთოლს 150 მლ ადუღებული წყალი დაასხით და 3 წუთის მანძილზე ადუღეთ ნელ ცეცხლზე. მოცემული ნაყენი დალიეთ, სანამ გაცივდება. რაც შეეხება დროს, ნაყენის მიღება აუცილებელია პირველად ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

 

პროცედურა გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ 2 კვირის მანძილზე. 3 დღე სვით, ოთხი დღე კი, დაისვენეთ. მომდევნო კვირას კვლავ გაიმეორეთ.

 

კურსის ხელახლა გავლა რეკომენდებულია მხოლოდ 6 თვის შემდეგ. ამასთან, დაიმახსოვეთ, რომ ნაყენის მიღების სამდღიან პერიოდში უნდა იკვებოთ მხოლოდ ვეგეტარიანული საკვებით. აკრძალულია ალკოჰოლის მიღება!

 

  1. მადისა და წონის კლებისთვის - ჩააწყვეთ ჩაიდანში დაფნის რამდენიმე ფოთოლი. დაუმატეთ დარიჩინი და წამოადუღეთ. გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია მიღებული ნაყენის დღეში ერთხელ ერთი ჭიქის მიღება. თუ თქვენ არ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ნაყენი 20 დღის განმავლობაში მიიღეთ, მომდევნო 10 დღე კი, შეისვენეთ. შემდეგ კვლავ განაგრძეთ მიღება.

 

  1. ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ - ოსტეოქონდროზი ხშირად ხდება წელისა და ხერხემლის ტკივილის მიზეზი. ტკივილის დასაამებლად დაფნის ფოთლის სამკურნალო ზეთისა და ნაყენის რეცეპტს შემოგთავაზებთ.

 

დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ და 1-2 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი. 15 დღე თბილ ადგილას გააჩერეთ. ეს ზეთი მტკივან ადგილას უნდა შეიზილოთ და შემდეგ თბილად შეიფუთოთ. მისი წასმა უმჯობესია ღამით.

 

ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი და დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. დააფარეთ, შეფუთეთ და დატოვეთ ასე 4 საათი. შეგიძლიათ, თერმოსში მოამზადოთ. შემდეგ გაწურეთ. ეს 1 დოზაა, რომელიც 12 საათის განმავლობაში პატარა ყლუპებით უნდა მიიღოთ. მკურნალობის კურსი 4 დღეა.

 

 

(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)

 

 

 

big_banner
არქივი