logo_geo
5 პროდუქტი, რომელთა მირთმევაც სიცივეში არ შეიძლება
- +

17 თებერვალი. 2021. 21:47

 

პირველი ყინვა – ეს ყოველთვის მძიმე გამოცდაა. ამ დროს საჭიროა, ფრთხილად ვიმოქმედოთ, კერძოდ კი, ვეცადოთ, არ ვავნოთ საკუთარ თავს... გათბობის მიზნით.

 

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ყინვაში ყველას გვსურს, რაიმეთი გავითბოთ თავი. ეს შეიძლება იყოს გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი ან წვნიანი. მაგრამ ხანდახან ქუჩაში გასვლის წინ რეკომენდებული არ არის ამ "გამათბობლების" გამოყენება.

 

თაფლი საოცრად სასარგებლოა გაციების დროს, მაგრამ თურმე ის შესაძლოა, გაციების მიზეზიც გახდეს. საქმე ისაა, რომ თაფლს ძლიერი გამათბობელი ეფექტი აქვს, განსაკუთრებით, თუ მას ჩაისთან ან

 

სხვა ცხელ სასმელთან ერთად მიიღებთ. თუნდაც ერთი კოვზი თაფლი, რომელსაც თბილ სამზარეულოში მიირთმევთ, შესაძლოა, გახდეს გაციების მიზეზი, თუკი თქვენ მაშინვე გახვალთ სიცივეში.

 

ჯანჯაფილი

ჩვენ ბევრჯერ დავწერეთ, რომ ჯანჯაფილი უებარია სხვადასხვა დაავადების დროს და განსაკუთრებით სასარგებლოა გაციებისას. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ჯანჯაფილიანი ჩაის მიღების შემდეგ არ შეიძლება ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. ესეც შესაძლოა, გაციების მიზეზი გახდეს.

 

სანელებლები

სანელებლები, რომელთა დამატებაც ძალიან გვიყვარს გლინტვეინში, ასევე გამათბობლად მოქმედებს ორგანიზმზე. ამიტომაც სიცივეში გასვლის წინ ნუ მიიღებთ სასმელებს, რომლებშიც დამატებულია დარიჩინი, მიხაკი, მუსკატი, წიწაკა და სხვა...

 

ალკოჰოლი

ძალიან ხშირად ყინვაში ადამიანი მაგარი სასმელებით – არყით, კონიაკით – თბება, მაგრამ ამ სასმლით მიღებული გამათბობელი ეფექტი ხანგრძლივი არ არის. საქმე ისაა, რომ ალკოჰოლი თავდაპირველად აფართოებს სისხლძარღვებს, შემდეგ მათ მკვეთრ შევიწროებას იწვევს. ამიტომაც სითბოს ტალღა ჯერ უცებ მოედება ორგანიზმს, შემდეგ კი მალევე უარესად გააციებს მას.

 

კიდევ ერთი საშიშროება: ალკოჰოლის ზემოქმედების დროს ქვეითდება შეგრძნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავთბით, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. ძლიერ ყინვაში შესაძლოა, მოვდუნდეთ და ვერ შევამჩნიოთ, როგორ გავიყინეთ.

 

ფორთოხალი

ამ ციტრუსში დიდი რაოდენობით C ვიტამინია და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. ისინი აუცილებლად უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ გავიძლიეროთ იმუნიტეტი, მაგრამ ფორთოხლის ან მისი წვენის მიღება იმისათვის, რომ გავთბეთ, არ არის სწორი. საქმე ისაა, რომ ეს ხილი პირიქით, აგრილებს ორგანიზმს. ამიტომაც სიცივეში გასვლისას უმჯობესია, ის არ მიირთვათ. თბილ შენობაში კი, რა თქმა უნდა, მიირთვით რამდენიც გენებოთ.

 

მაშინ რა მივირთვათ, თუკი ვაპირებთ ყინვაში გასვლას, ან მაგალითად, თოვლში, თხილამურებით სრიალს?

კარგი იქნება, თუ შევჩერდებით შემდეგ ცხელ პროდუქტებზე: ბოსტნეულის ცხელი, მაგრამ არა ძალიან ცხელი სუპი, ბალახების თბილი ჩაი; შეგიძლიათ ასევე, მიირთვათ თბილი კაკაო. ისინი კიდევაც გაგათბობენ და ძალებსაც შეგმატებენ. ხოლო გლინტვეინი ან ჩაი თაფლით და ჯანჯაფილით უმჯობესია მიირთვათ თბილ სახლში დაბრუნების შემდეგ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი