logo_geo
კვების რაციონი, რომელიც 40 წელს გადაცილებულმა ქალებმა უნდა დაიცვან
- +

20 თებერვალი. 2021. 21:48

 

 

Daily mail-მა გაავრცელა სტატია, რომელშიც აღწერილია კვების რაციონი 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის.

 

დიეტოლოგების აზრით, ქალებმა საკვებ რაციონში ცხიმიანი პროდუქტები მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ, ნაკლებად უნდა მიიღონ ტკბილეული, რადგან ტკბილის მიღება სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს.

 

40 წლის შემდეგ ქალების საუზმე ბოსტნეულისა და ხილისგან უნდა შედგებოდეს. კვების რაციონი უნდა შედგებოდეს თევზისგან, ბოსტნეულისგან, ზეითუნის ზეთისა და ხილისგან.

 

დიეტოლოგების რჩევით, საკვები რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, თუმცა – აუცილებლად დაბალანსებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი