logo_geo
1 წლის ბავშვის კუჭიდან ქირურგებმა 117 მაგნიტის ბურთულა ამოიღეს
- +

20 თებერვალი. 2021. 22:57

 

 

ხშირად სათამაშოების მცირე დეტალები ბავშვის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში სიკვდილს გადაარჩინეს ბავშვი, რომელმაც სათამაშოს დეტალები გადაყლაპა.
„ერთი წლის ბიჭი სასწრაფომ შემოიყვანა მრავალი უცხო სხეულით მუცლის ღრუში - მან მაგნიტური კონსტრუქტორის ასზე მეტი ბურთულა გადაყლაპა. ბიჭუნა უფროს დასთან ერთად თამაშობდა. როცა დედამ სათამაშოების შენახვა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ კონსტრუქციის ნახევარი აკლდა“ - ამბობენ კლინიკაში.

 

mshoblebi


მშობლებმა დროულად მიმართეს ექიმს. დაიკოს სხეულში არაფერი აღმოჩნდა, პატარა ბიჭის ჯუჭში კი რენტგენმა აჩვენა, რომ მაგნიტური ბურთულები შეწებდნენ და მაგნიტის ერთი მთლიანი გუნდა წარმოიქმნა.

 

mshoblebi


„სპეციალური ინსტრუმენტების დახმარებით პაციენტის მუცლიდან 117 ცალი წვრილი სხეული ამოვიღეთ. მადლობა ღმერთს, მაგნიტმა ვერ მოასწრო კუჭის ფუნქციების დარღვევა. ოპერაციის შემდეგ ანტიბაქტერიული და ინფუზიური თერაპია დაინიშნა. ბავშვი კარგადაა და მალე გაეწერება“ - ამბობს მისი ქირურგი.
ადრე 12 წლის ბრიტანელმა ბიჭუნამ რაილი მორისონმა გადაყლაპა მაგნიტები იმ იმედით, რომ მუცელზე სხვადასხვა ნივთები მიეკრობოდა. დედას ამის შესახებ 4 დღის შემდეგ უთხრა. საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოხერხდა.
ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ სათამაშოებზე მითითებულ ასაკობრივ მითითებას და ამის მიხედვით შევიძინოთ იგი.

 
 
წყარო : wyaro
big_banner
არქივი