logo_geo
9 ყველაზე გავლენიანი მაფიოზური დაჯგუფება მსოფლიოში
- +

21 თებერვალი. 2021. 02:34

 


საინტერესო ფაქტები საერთაშორისო მაფიის შესახებ:


სიცილიური მაფია- სიცილიაში ფუნქციონირება XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს, XX საუკუნის დასაწყისში კი საერთაშორისო ორგანიზაციად იქცნენ. თავდაპირველად ისინი ფორთოხლის პლანტაციების მესაკუთრეების დაცვით იყვნენ დაკავებული, მათ მიწის დიდი ნაკვეთები ჰქონდათ და მაფიას მათი დაცვა ძირითადად ისევ თავიანთი ორგანიზაციის წევრებისგან უწევდა. მოგვიანებით კოზა ნოსტრამ საქმიანობის სფერო გააფართოვა და კრიმინალურ დაჯგუფებად იქცა. XX საუკუნიდან მათი საქმიანობა ბანდიტიზმი გახდა.

 

image



რუსული მაფია- ოფიციალურად ყველაზე საშიში კრიმინალური დაჯგუფებაა, ეფ ბი აის სპეცაგენტები მათ “ყველაზე საშიშ ადამიანებად" მოიხსენიებენ დედამიწაზე. რუსულ მაფიაში ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნების მოქალაქეები სეიძლება იყვნენ. ზოგი მათგანი იერარქიულ ტატუებს იკეთებს, ხშირად იყენებენ საბრძოლო ტატიკას და დაკვეთილ მკვლელობებს ასრულებენ.

 

image



მექსიკური მაფია (La eMe)- ცნობილია ნარრკოტიკებით ვაჭრობის სფეროებში. ბანდის წევრების ამოცნობა მარტივია, მათ მკერდზე შავი ხელის მაგვარი ტატუირება აქვს გაკეთებული. მექსიკური მაფია 50-იანი წლების ბოლოს, მექსიკელების ქუჩის ბანდამ შექმნა დიუელის ციხეში, კალიფორნიის შტატში. ბანდის დამფუძნებლები 13 მექსიკელ-ამერიკელი პატიმრები გახდნენ.

 

 

image



იაკუძა- ორგანიზებული კრიმინალური სინდიკატია იაპონიაში, მსგავსია ტრიადის და სხვა აზიური დაჯგუფებების. მიუხედავად ამისა, სოციალური ორგანიზაცია და მუშაობის ასპექტები ძალიან განსხვავდება სხვებისგან. მათ საკუთარი საოფისე შენობებიც კი აქვთ და მათ ქმედებებზე პრესაში ხშირად ღიად იწერება ხოლმე. იაკუძებს გამოარჩევენ მთელ სხეულზე რთული და ტრადიციული ტატუებით. მელანი ხელით შეჰყავტ კანის ქვეშ, რაც საკმაოდ მტკივნეული პროცესია, თუმცა აუცილებელია სიმამაცის დასამტკიცებლად.

 

image



ჩინური ტრიადა- ტრიადა საიდუმლო კრიმნალური ორგანიზაციაა ჩინეთში და ჩინურ დიასპორებში. ტრიადა ერთ-ერთი ყველაზე პატრიოტული მაფიაა. საერთაშორისო ქმედებების დროს ისინი უცხოელების უსაფრთხოების გარანტიას იძლევიან, ატიპიური პნევმონიის აფეთქების დროს კი ჯილდოც კი გამოაცხადეს 1 000 000 დოლარის სახით ექიმისთვის, რომელიც წამალს შექმნიდა.

 

image



ჯოჯოხეთის ანგელოზები (აშშ)- ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოტოკლუბია, რომელსაც ბევრი ფილეალი აქვს მთელს მსოფლიოში. შედიან დიდ ოთხეულში და მათ შორის ყველაზე ცნობილებიც არიან (Outlaws MC, Pagans MC და Bandidos MC, ) მოტოკლუბის საიტზე განთავზებული ლეგენდის მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა ქვედანაყოფი სახელად «Hell’s Angels». ომის დასრულების შემდეგ ისინი სამუშაოს გარეშე დარჩნენ, და რადგან ქვეყანამ მათ “უღალატა" მოტოციკლეტისტების ბანდა შექმნეს. მათ ბრალს სდებენ ნარკოტიკებით, იარაღით, მოპარულით ვაჭრობაში, ძალადობაში.

 

image



Mara Salvatrucha- მათ “ბიზნესის" მრავალი სახეობა აქვთ, მოპარულით, იარაღით, ნარკოტიკებით, ადამიანებით ვაჭრობა, სუტინიორობა, მანქანების გატაცება, ადამიანების მოტაცება ფულის გამოძალვის მიზნით, თაღლითობა. Mara Salvatrucha-ს ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები და ქუჩის მოვაჭრეები ვალდებულნი არიან ბანდას თავიანთი შემოსავლის ნახევარი მისცენ. ვალდებულნი არიან ასევე აშშ-ში მცხოვრები სალვადორელებიც, წინაარმდეგ შემთხვევაში სამშობლოში მაღთ ნათესავებს დაასახიჩრებენ ან მოკლავენ.

 

image



მონრეალის მაფია რიზუტო- კრიმინალური ოჯახი, რომელიც ძირითადად მონრეალში საქმიანობს, მაგრამ მართავს კვებეკის და ონტარიოს პროვინციებს. ოდესღაც ისინი ნიუ იორკის ბანდებს შეერწყნენ, რამაც მაფიოზური ომი გამოიწვია 70-იან წლებში. რიზუტოს საკუთრებაშია ასობით მილიონის ღირებულების უძრავი ქონება მთელს მსოფლიოში, ასევე სასტუმროების და რესტორნების ქსელები, ბარები, საკვები სერვისები, სავაჭრო კომპანიები. იტალიაში მათ ეკუთვნით ავეჯის წარმოების ფირმები და იტალიური დელიკატესების კომპანიები.

 

image



მუნგიკი (კენია)- 2002 წლიდან ფუნქციონირებენ კენიაში, ეს არის აკრძალული პოლიტიკურ-რელიგიური დაჯგუფება, რომელიც ტრადიციულ აფრიკულ რელიგიას მისდევს. ისინი მაუ-მაუს აჯანყების დროს გამოჩდნენ და ცნობილები გახდნენ მასობრივი მკვლელობებით და პოლიციელებზე თავდასხმებით. ისინი ძალიან რელიგიურები არიან და მსხვერპლშეწირვებსაც კი აწყობენ. ლოცულობენ ყოველთვის სახით კენიის მთისკენ.

 

image

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი