logo_geo
ვინ არის ქართველი, რომელმაც მარსზე შეტყობინება „აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით“, გაგზავნა
- +

22 თებერვალი. 2021. 02:34

 

„აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით“ – ასეთი გზავნილი გაატანა მარსმავალა „შეუპოვრობა“ ქართველმა ბლოგერმა, სოხუმელმა გიორგი ჯაჰაიამ წითელ პლანეტაზე.

 

 

 

46 წლის პროფესიით ეკონომისტი დღეს სატრანსპორტო კომპანიის ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსია. 15 წელია თავისი ბლოგი აქვს. წერს ომზე, მშვიდობაზე, საქართველოზე, აფხაზეთზე და ერთი მიზანი ამოძრავებს.

 

2019 წელს NASA-მ გამოაცხადა, რომ მარსზე მიმავალი აპარატის ბორტზე ბილეთების მსურველების რეგისტრაცია დაიწყო და გამოცხადდა, რომ ადამიანების მონაცემებს „შეუპოვრობა“ მარსზე წაიღებდა. რეგისტრაცია 11 მილიონამდე ადამიანმა გაიარა, გიორგი ჯახაიამ როვერს თავისი სახელისა და გვარის ნაცვლად შემდეგი გზავნილი გაატანა: „აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით“

 

 

 

„პერსევერანსი“ მარსის ზედაპირზე 18 თებერვალს დაჯდა.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი