logo_geo
ყველაზე მდაბიო საქციელები, რომლებიც ტიტანიკის მგზავრებმა ჩაიდინეს გადარჩენისათვის
- +

24 თებერვალი. 2021. 02:58

 

ჩაძირული ტიტანიკის ისტორია ყველამ იცის, მაგრამ ის თუ იცით, რა ჩაიდინეს “ტიტანიკის გადარჩენილებმა" სიცოცხლის შესანარჩუნებლად?



 

ყინულოვან ოკეანეში ჩაძირულ ხალხს, რომლებიც გადარჩენისთვის სამაშველო ნავებს ეჭიდებოდნენ, ნიჩბებს ურტყამდნენ- 20 სამაშველო ნავს დაახლოებით 1178 ადამიანის გადარჩენა შეეძლო, რაც ტიტანიკის მგზავრების მესამედს შეადგენდა. ეს ნავები კი ხალხის პანიკის ფონზე თითქმის ნახევრამდე შეივსო. მეტიც, ეკიპაჟის წევრებს დაბრუნება უნდოდათ და მეტი ხალხის ამოყვანა წყლიდან, მაგრამ ნავებზე მსხდომმა მგზავრებმა ამის უფლება არ მისცეს. იმ ჩაძირულებს, კი რომლებიც ნავებს ეჭიდებოდნენ ნიჩბებს ურტყამდნენ.image


ბრიუს ისმეი- მდიდარი ბიზნესმენი, რომელიც ფილმშიცაა ნაჩვენები. სწორედ ის იყო პასუხისმგებელი “ტიტანიკის” კონსტრუირებაზე. ბრძანების მიუხედავად მან ეგოიზმი გამოიჩინა და ბავშვებისა და ქალების გვერდის გავლით და ასევე თავისი გავლენის წყალობით ჩაჯდა სამაშველო ნავში. ტიტანიკში თავდაპირველად 48 სამაშველო ნავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისმეის ბრძანებით ეს რაოდენობა 20 მდე შემცირდა. როდესაც შეჯახება მოხდა და ხალხი ნავებზე გადაჰყავდათ, მან ცალკე ნავი მოითხოვა და როგორც ამბობენ ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ იყო. მას ტიტანიკის მთავარი სირცხვილი შეარქვეს.image


დანიელ ბაკლიმ ქალად მოაჩვენა თავი ნავზე გადასასვლელად- ბრძანების მიუხედავად, ბაკლიმ რამდენიმე მამაკაცთან ერთად დაიკავა ნავი, რომელიც მხოლოდ ქალებისთვის და ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. ეკიპაჟის წევრებმა მათ ადგილების დატოვება უბრძანეს. ბაკლი პანიკაში ჩავარდა და მგზავრებს შორის მიიმალა. ერთ ქალს შეეცოდა ატირებული მამაკაცი და თავისი შარფი შემოახვია, ამიტომაც ბაკლი ქალად აღიქვეს და ნავზე დატოვეს.image


რობერტ ჰიჩენსი- ჰიჩენსი ეკიპჟის წევრი იყო, რომელსაც მგზავრების გადაყვანა ევალებოდა ნავით. მგზავრრებმა კოლექტიური გადაწყვეტილება მიიღეს დაბრუნებულიყვნენ ჩაძირულ ხომალდთან და დახმარება გაეწიათ ხალხისთვის, მაგრამ ჰიჩენსი კატეგორიულ უარზე იყო და მათ ცოცხალი გვამები უწოდა. მოლი ბრაუნმა, რომლის პერსონაჟიც ფილმში გამოჩნდა აიძულა ის უკან დაბრუნებულიყო.imageimage


მხოლოდ ერთი ნავი დაბრუნდა ჩაძირულების საშველად- ოფიცრებმა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადაარჩინეს.image


მისტერ კარტერმა თავისი ცოლი და შვილები გემზე დატოვა და გაიქცა- 1912 წელს კარტერი ცოლთან და შვილებთან ერთად ტიტანიკზე იმყოფებოდა. აისბერგთან შეჯახების მერე მამაკაცმა ცოლ-შვილი მიაგდო და ბრიუს ისმეისთან ერთად სამაშველო ნავში ჩახტა. საბედნიეროდ ქალი და შვილები გადარჩნენ, მან საქვეყნოდ განაცხადა საკუთარი მეუღლის სიმხდალის შესახებ და აგეყარა. მეტიც, ისინი ერთმანეთს სამაშველო გემის ბორტზე შეხვდნენ, სადაც კარტერმა თითქოს არაფერი მომხდარაო საუზმეზე დაიწყო საუბარი.image


მასაბუმი ჰოსონო ჩუმად შეიპარა სამაშველო ნავზე- როდესაც ბოლო ნავი გადიოდა, ეკიპჟის წევრმა გამოაცხადა რომ მხოლოდ 2 თავისუფალი ადგილიღა ჰქონდათ. ჰოსონომ დაინახა, როგორ გადახტა მამაკაცი ნავში და მის მაგალითს მიბაძა. ჰოსონო იაპონიის სატრანსპორტო სამინისტროში მუშაობდა. იაპონიაში დაბრუნების შემდეგ ხალხმა ის მხდალად და მშიშრად შერაცხა. მეტიც, მისი სურათები სასკოლო წიგნებშია დაბეჭდილი, სადაც უნამუსო ადამიანადაა დახასიათებული.image


ზოგიერთმა გადარჩენილმა თავი მოიკლა-ვაშინგტონ დოჯს კორუფციაში დასდეს ბრალი, 1919 წელს მან თავში ტყვია დაიხალა. ჰენრი უილიამ ტრაუენტალი (ფოტოზე) სამაშველო ნავში გადახტა და ერთ-ერთ მგზავრს ნეკნები ჩაუმტვრია ტრაგედიის დღეს, 1927 წელს მან თავი მოიკლა, მესვიდე სართულიდან გადახტა. მისტერ ნისკანენი მესამ ეკლასის გადარცენილი იყო, ტრაგედიის შემდეგ კალიფორნიაში გაემგზავრა ოქროს საპოვნელად მაგრამ ცარიელი დაბრუნდა. მოგვიანებით საკუთარი სახლი გადაწვა და თავი მოიკლა.image

სერ კოსმომ ეკიპაჟის წევრები მოისყიდა- სერ კოსმო ცოლთან, ეკიპაჟის 7 წევრთან და რამდენიმე მგზავრთან ერთად აღმოჩნდა სამაშველო ნავზე. მასზე სულ 12 ადამიანი იყო, როდესაც 40 ადამიანზე იყო გათვლილი. ამბობენ, რომ კოსმოს ეკიპაჟის თითოეულ წევრს 5 ფუნტი სტერლინგი გადაუხდა გადარჩენისთვის.image


ზოგიერთმა მგზავრმა ძაღლი გადაარჩინა- ტიტიანიკის ბორტზე მხოლოდ ადამიანები არ ყოფილან, ზოგიერთს შინაური ცხოველებიც ახლდათ. შეჯახების შემდეგ 2 შპიცი და 1 პეკინესიც გადარჩა, ისინი ქურთუკებში გაახვიეს და ნავზე ჩუმად გადაიყვანეს.image


ედვარდ რაიანი- მან თავი ქალად გაასაღა, თავზე პირსახოცი შემოიხვია და სამაშველო ნავთან მდგომი ქალი გვერდზე მოისროლა, თვითონ კი ნავში ჩახტა, რომელიც მაშინვე ჩაუშვეს წყალში.image


ბიზნესმენი დიკინსონ ბიშოპი “შემთხვევით ჩავარდა" სამაშველო ნავში- ტიტანიკზე ბიშოპი ცოლთან ერთად იმყოფებოდა. შეჯახების შემდეგ ქალი სამაშველო ნავში გადაიყვანეს, ბიშოპი კი “შემთხვევით" გადარჩა. მისი თქმით ის სრულიად შემთხვევით ჩავარდა უკვე წყალში მოტივტივე სამაშველო ნავში.image

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი