logo_geo
ცნობილმა ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა, ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო
- +

27 თებერვალი. 2021. 10:57

 

 

26 წლის ცნობილმა ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო

 

„ბრისტოლიდან - ბეიჯინამდე“ - ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც, ლუკი ველოთი 30 ქვეყნის გავლასა და სიმსივნით დაავადებულთათვის 300,000 ევროს შეგროვებას გეგმავს. მისი მოგზაურობა შთამაგონებელი და მაგალითის მიმცემია, მათთვის ვინც ლუკის მსგავსად, სიმსივნეს ებრძვის. პროექტმა ევროპული მედიის ყურადღებაც მიიპყრო და ლუკის მოგზაურობას გამომწერებთან ერთად, თვალს ადევნებენ ჟურნალისტებიც.

 

„ამ მოგზაურობის მიზეზი, ნაწილობრივ, არის ის, რომ მე მინდა თავგადასავალი და ასევე მსურს თავიდან დავწერო ამბავი, რაც დიაგნოზმა დამიტოვა. 2018 წელს, დამიდგინდა სიმსივნე. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი შემხედავს ახლა და ალბათ არ დაიჯერებს. ამ მოგზაურობით მინდა ვაჩვენო, რომ შენ მაინც შეგიძლია იოცნებო და იცხოვრო შენი საუკეთესო ცხოვრებით პანდემიისა და ბევრი სხვა სირთულეების მიუხედავად. ეს მოგზაურობა ერთი წლის წინ, 2020 წლის 1 იანვარს დავიწყე. მთელი წელი დამჭირდა და ცოტა მეტიც, რომ საქართველომდე ჩამოვსულიყავი. ნაწილობრივ, პანდემიის გამო, მაგრამ გულწრფელად, რომ ვთქვა აღფრთოვანებული ვარ აქ ყოფნით. მოგზაურობის დასაწყისში საქართველო მოწინავე იყო ჩემს სიაში. მართალია, მის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა, ერთი სული მაქვს აღმოვაჩინო ის“ - ამბობს ლუკ გრენფელშოუ.

 

ამჟამად, მასთან ერთად, საქართველოში იმყოფება BBC-ს ჟურნალისტიც, რომელიც ლუკის მოგზაურობაზე ფილმს ამზადებს.

 

„მე ძალიან მსიამოვნებს საქართველოში ყოფნა. მეორე დღეა აქ ვარ და ვუერთდები ლუკსა და დედამისს, რომლებიც ველოსიპედით მოგზაურობენ საქართველოს გავლით, ბათუმიდან თბილისამდე. ლუკი მოგზაურობს, რათა გაავრცელოს მესიჯი - რაც არ უნდა შემოგთავაზოს ცხოვრებამ, შენ შეგიძლია წახვიდე და შექმნა საკუთარი ბედი, გახდე საკუთარი ბედის ავტორი და მიიღო მისგან საუკეთესო. ამავდროულად, ჩვენ ვათვალიერებთ საქართველოს, მთებსა და წარმტაც პეიზაჟებს და ასევე სტუმართმოყვარეობას, რომლის შესანიშნავი მაგალითიც ბათუმში ყოფნისას მივიღეთ“ - ამბობს ჟურნალისტი მაიკლ რემზი.

 

რეგიონში ყოფნისას, ახალგაზრდა ველოსიპედისტმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მთიანი აჭარა მოინახულა. ლუკის აჭარაში მოგზაურობას ორგანიზება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გაუწია. ის რეგიონს დღეს დატოვებს და გეზს აღმოსავლეთ საქართველოსკენ აიღებს.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი