„ნინიას ბაღი ხომ არ გგონია?!“, - ეს ფრაზა იმ გამოთქმებისდან ერთ-ერთია, რომლთა მნიშვნელობასაც კონტექსტიდან გამომდინარე ვხვდებით, მაგრამ ფრაზის დამკვიდრების ამბავი ბევრმა არ იცის.
მოკლედ რომ მოგიყვეთ „ნინიას ბაღი ხომ არ გგონია“ - ამ ფრაზის ისტორია ასეთი ყოფილა:
მე-20 საუკუნის დასაწყისში, „ვორონცოვის მოედანთან“, ქართველ ვაჭარს, ნინია ზარიძეს საკუთრებაში ჰქონდა ბაღი, დაახლოებით ისეთი, როგორიც მიხაილოვის ბაღია, მაგრამ მისგან განსხვავებით, ნინიას ბაღში შესვლა უფასო ყოფილა და ამ გამოთქმასაც „უფასოს“ დატვირთვა აქვს.