Twitter-ზე გამოქვეყნებული პირველი „ტვიტი“ აუქციონზე $1 მილიონად შეფასდა
სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნებული პირველი „ტვიტი“ ონლაინ აუქციონზე ერთ მილიონ დოლარად შეფასდა. ამის შესახებ, რუსული მედია წერს.
„უბრალოდ ვაწყობ ჩემს Twtt-ს“ - ესაა პირველი შეტყობინება რომელიც სოცილურ ქსელში 2006 წელს გამოქვეყნდა და ქსელის დამფუძნებელს დორსის ეკუთვნის.
2021 წლის თებერვალში „ტვიტის“ ფასი $3,5 ათასს არ აღემატებოდა. 5 მარტს დორსიმ „ტვიტი“ ონლაინ აუქციონის Valuables ბმულით გამოაქვეყნა, სადაც „ტვიტს“ ყიდის. რის შემდეგაც პუბლიკაციის ფასი ერთ მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ყველაზე მაღალი ფასი დორსის „ტვიტზე“ კრიპტოვალუტა Tron-ის შემქმნელმა ჯასტინ სანმა შესთავაზა.
„ტვიტის“ მყიდველი უნიკალურ ციფრულ სერთიფიკატს მიიღებს, რომელსაც ხელს მისი ავტორი აწერს. რაც მყიდველს იმის საშუალებას მისცემს, რომ „ტვიტი“ კიდევ გაყიდოს, ან საკუთარ კერძო კოლექციაში შეინახოს.