logo_geo
ჯადოქარი, რომელიც 3 საუკუნის წინ ცხოვრობდა - მეცნიერთა წარმატებული აღმოჩენა
- +

7 მარტი. 2021. 01:46

 

ჯადოქრობაში ბრალდებული ქალების სასამართლო პროცესი მე-19 საუკუნემდე გრძელდებოდა. ადამიანური უმეცრებისა და ცრურწმენის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა შოტლანდიის მკვიდრი ლილია ედი, რომელიც მე-18 საუკუნის დასაწყისში სოფელ ტორიბერნში ცხოვრობდა.

 

 

1704 წელს ლილია დააპატიმრეს ჯადოქრობის ბრალდებით, სადაც იგი აწამეს, რათა ეღიარებინა სიბნელის ძალებთან კავშირი. გარკვეული დროის შემდეგ, ბრალდებულს სიკვდილით დასჯა მიუჩინეს, რომელიც ცეცხლზე დაწვას გულისხმობდა. ლილიამ თავი ციხეში მოიკლა, ის არ დაელოდა განაჩენის სისრულეში მოყვანას. მოგვიანებით ის დაკრძალეს სქელი ფილის ქვეშ და 100 წლის შემდეგ გათხარეს საფლავი, ამოიღეს ნაშთები და გადაიტანეს სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტის მუზეუმში. განსაკუთრებით კარგად არის შემონახული “ჯადოქრის'' თავის ქალა, რომელიც შემდგომ მრავალი კუთხით გადაიღეს. ნაშთები დღემდე არ შემორჩა, თუმცა ფოტომასალა ამ დროის განმავლობაში შოტლანდიის მუზეუმში უცვლელი სახით ინახებოდა.

 

 

ლილიას გარდაცვალებიდან, 3 საუკუნის შემდეგ მეცნიერებმა შეძლეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით “ჯადოქრის'' გარეგნობის აღდგენა. ის იყო საკმაოდ ასაკოვანი და ევროპული გარეგნობის ქალი.

 

http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/136886-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-3-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%94/93/

 

big_banner
არქივი