logo_geo
ზაზა თელია: ამ მედიკამენტების გამოყენება ასოცირებულია ნაყოფის თირკმლის დისფუნქციასთან
- +

7 მარტი. 2021. 20:10

 

 

 

ექიმი ზაზა თელია ფეხმძიმეებს აფრთხილებს და სოციალურ ქსელში წერს:

 

 

 

„ორსულობა და სეზონური ვირუსული ინფექციები

 

 

 

აშშ-ის FDA აფრთხილებს ორსულ ქალებს, ორსულობის ბოლო ტრიმესტრში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAIDs), ე.წ ტკივილ გამაყუჩებლების, სიცხის დამწევი პრეპარატების გამოყენების წინააღმდეგ. ამ მედიკამენტების გამოყენება ასოცირებულია ნაყოფის თირკმლის დისფუნქციასთან.

 

 

ამან შეიძლება გამოიწვიოს ამნიონური სითხის დაბალი დონე, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი გართულებები – მათ შორის კიდურების კონტრაქტურა და ფილტვების დაგვიანებული მომწიფება.

 

 

 

FDA–მ მიიღო რეპორტი ამნიონური სითხის დაბალი დონის ან თირკმელების პრობლემების 35 შემთხვევის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან.

 

 

 

ეს რეკომენდაცია ვრცელდება როგორც რეცეპტით, ასევე რეცეპტის გარეშე გასაცემ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებზე (პრინციპში საქართველოში ყველა მათგანი ურეცეპტოდ გაიცემა).

 

სააგენტო ამბობს, რომ ექიმებმა უნდა შეზღუდონ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა 20–30 კვირის ორსულობის ვადაზე და სრულად აიცილონ თავიდან 30 კვირის შემდეგ. NSAID–ების საჭიროების შემთხვევაში, მათი დოზირება და ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს.

 

 

 

თუ მკურნალობა 48 საათზე მეტხანს გაგრძელდა, კლინიცისტებმა შეიძლება განიხილონ ამნიონური სითხის ულტრაბგერითი მონიტორინგი.

 

 

 

თუ ექოსკოპიით გამოვლინდა ოლიგოჰიდრამნიონი (მცირე რაოდენობით სანაყოფო სითხე), ან ამნიონური სითხის დაბალი მოცულობა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების მიღება უნდა შეწყდეს. ასპირინის დაბალი დოზა (81 მგ) გათავისუფლებულია ამ რეკომენდაციისგან“, – წერს ზაზა თელია.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი