logo_geo
რა მოხდება, თუ ბანანს ნემსით უჩხვლეტთ: ხრიკი, რომელსაც სიამოვნებით გაიმეორებდით
- +

7 მარტი. 2021. 23:37



ერთი ძველი ანეკდოტის მიხედვით, ზოგჯერ ბანანი უბრალოდ და მხოლოდ ბანანია, თუმცა მარტივი საგნებითაც კი ადამიანები აკეთებენ უცნაურ რაღაცებს. მაგალითად, ასეთია საგნების ნემსით ჩხვლეტა. საინტერესოა, რატომ ხვდება ამ ობიექტების სიაში "უდანაშაულო" ბანანი? თუ პასუხის მიღება გსურთ, მაშინ გაიქეცით და ნემსი მოიმარჯვეთ.

 

 

 

image

 

 

რას არ აკეთებენ ადამიანები ბანანისა და მისი კანისაგან?! მაგალითად, მათგან ამზადებენ ჩაის, ან თუნდაც ასუფთავებენ ბინძურ ფეხსაცმელებს. ბანანი არაერთი ექსპერიმენტისაკენ უბიძგებს ადამიანებს. ერთმა ცნობილმა ვიდეობლოგერმა გადაწყვიტა, თავისი გულშემატკივრებისათვის ეჩვენებინა მეტად საინტერესო ხრიკი, რომელიც უკავშირდება ბანანს. ამისათვის იგი შეიარაღდა ნემსით და ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი შედეგი მიიღო.

 

 

 

image

 

 

 

ხრიკი რომ წარმატებული იყოს, ჯერ ბანანის ქერქზე უნდა იპოვოთ ხაზი, ნაკერი. ამის დახმარებით შეძლებთ თქვენ ბანანის ქერქიდან ამოღებას. ნაპოვნ ვერტიკალურ ხაზზე ფრთხილად ჩაარჭვეთ ნემსი.

 

 

 

 

image

 

 

შეეცადეთ, ნემსით მაქსიმალურად ღრმად გახვრიტოთ ბანანის რბილობი, თითქმის ბოლომდე, მაგრამ მეორე მხარეს ქერქი არ უნდა გაირღვეს.

 

 

 

image

 

 

 

ნემსი ზევით-ქვევით მსუბუქად აამოძრავეთ (ამოძრობის გარეშე), რათა ხვრელი გაფართოვდეს.

 

 

 

 

 

 

image

 

 

 

ამოაძვრეთ ნემსი და ხაზის გასწვრივ, ოდნავ დაბლა, 1.5-2 სმ. ქვევით გაიმეორეთ ნემსით პროცედურა იქამდე, სანამ მთელი ბანანის ვერტიკალურ "ხაზს" არ გახვრეტთ.

დადგა შედეგის ნახვის დრო: დაიწყეთ ბანანის გაფცქვნა ჩვეულებრივი მეთოდით. თქვენ ნახავთ, რომ იგი შიგნით უკვე დაჭრილია რგოლებად.

 

 

 

 

 

image

 

 

 

შეგიძლიათ, იგი გაუზიაროთ მეგობარს, ან მიირთვათ იგი საამაყო მარტოობაში და არისტოკრატის მსგავსად დახვეწილად.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი