logo_geo
მეცნიერებმა 300 წლის წინ დაწერილი წერილების გაუხსნელად წაკითხვა შეძლეს
- +

8 მარტი. 2021. 01:36

 

 

ბრიტანელმა მეცნიერებმა მე-17 საუკუნეში დაწერილი დაკეცილი წერილების წაკითხვა შეძლეს. ამის შესახებ abc იტყობინება.

 

გამოცემის ცნობით, საუბარი 577 წერილზეა, რომლებიც ჰააგაში 1689-1706 წლებში გაიგზავნა. ისინი სკივრში აღმოაჩინეს. მაგრამ საუკუნეების წინ, კონვერტების გამოგონებამდე წერილებს სპეციალური მეთოდით კეცავდნენ. ქაღალდი თვითონ ხდებოდა „კონვერტი“, თუმცა სიტყვები დამალული რჩებოდა. ასეთი წერილების წაკითხვა დღემდე მხოლოდ მათი გაჭრის შემთხვევაში შეიძლებოდა. მაგრამ ხშირად ეს მეთოდი ასოებს აზიანებდა და წერილის შინაარსი იკარგებოდა.

 

ლონდონში, დედოფალ მარიას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ამ პრობლემების გადაწყვეტა მიკროტომოგრაფიული სკანერის მეშვეობით შეძლეს, რომელიც ჩვეულებრივ სტომატოლოგიაში გამოიყენება.

 

რენტგენის სხივები მელანში ლითონის კვალს აფიქსირებს. სკანირების შემდეგ მეცნიერებმა გამოსახულება ასოებად გარდაქმენს და წერილები წაიკითხეს.

 

ერთ-ერთი მათგანი 1697 წლის 31 ივლისით თარიღდება.წერილი ჟაკ სენაკამ ბიძაშვილ პიერ ლე პერუს, ჰააგაში მისწერა. მასში ის ვინმე დანიელ ლე პერსის ანდერძის ასლის მიღებას ითხოვს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ასეთი წერილები მათ მე-17 საუკუნის ევროპის მცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების შესწავლის საშუალებას აძლევენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი