logo_geo
ნინიკოსა და კოკას სიყვარულის ისტორია წლების მერე, როცა ისევ "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"
- +

9 მარტი. 2021. 02:15

მრა­ვა­ლი გა­ზა­ფხუ­ლი და შე­მოდ­გო­მა მი­ი­ლია მას შემ­დეგ, უამ­რა­ვი რამ მოხ­და, თა­ო­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა 1970-იან წლებ­ში იხი­ლა, კვლავ ახ­სოვთ და უყ­ვართ, და არა მარ­ტო მათ, იმ სა­უ­კუ­ნე­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს, არა­მედ იგი კომ­პი­უ­ტე­რი­სა და სმარ­ტფონ-აი­ფონ-ან­დრო­ი­დე­ბის თა­ო­ბის­თვი­საც კი ძვირ­ფა­სი გახ­და.

ის ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი სპექ­ტაკ­ლიც იყო, იყო და არის კი­დეც თა­ვის გმი­რე­ბი­ან-შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი­ა­ნად. ახლა კი­დევ ერთი გა­ზა­ფხუ­ლი დად­გა და, ვიდ­რე პან­დე­მი­ის გამო ჩვენს თე­ატ­რებს თა­ვი­სი "და­რა­ბე­ბი“ ჯერ არ გა­უხ­სნი­ათ, კი­დევ ერთხელ მინ­და, იმე­დი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის და­რა­ბე­ბი გა­ვა­ღოთ და ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბით გა­ვიხ­სე­ნოთ სწო­რედ ის სპექ­ტაკ­ლი - დრა­მა­ტურგ ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის პი­ე­სა­ზე დად­გმუ­ლი "და­რა­ბებს მიღ­მა გა­ზა­ფხუ­ლია“, რო­მე­ლიც პი­ე­სი­ან-წარ­მოდ­გე­ნი­ა­ნად უსა­ზღვროდ შე­იყ­ვა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. სპექ­ტაკ­ლი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­იდ­გა კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რი­სა და რუს­თა­ვის თე­ატ­რის სცე­ნებ­ზე, პრე­მი­ე­რა მცი­რე ხნით და­ას­წრო პირ­ველ­მა მათ­გან­მა. ორი­ვე­გან მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟებს ახალ­გაზ­რდა და თა­ნაც - ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­დნენ - ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე-ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძი­სა და ეკა ქუ­თა­თე­ლა­ძე-რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის წყვი­ლე­ბი. ამ­ჯე­რად ჩემი ფა­ვო­რი­ტი დად­გმა - რუს­თა­ვის თე­ატ­რის "და­რა­ბებს მიღ­მა გა­ზა­ფხუ­ლია“ მინ­და გა­ვიხ­სე­ნოთ, სწო­რედ ის დად­გმა, რო­მელ­მაც მარ­თლაც უკ­ვდა­ვე­ბა მო­ი­პო­ვა. ალ­ბათ, ამას იმა­ნაც შე­უ­წყო ხელი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი არ­ხის რე­ჟი­სორ­მა პა­ა­ტა ფან­ცუ­ლა­ი­ამ რუს­თა­ვის დად­გმის ტე­ლე­ვერ­სი­აც გა­და­ი­ღო... თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ისევ და ისევ იმი­ტომ, რომ, ჩემი არ იყოს, მის­თვი­საც ეს ვერ­სია აღ­მოჩ­ნდა სა­უ­კე­თე­სო.

ან­ზორ ქუ­თა­თე­ლა­ძე ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

მო­გო­ნე­ბე­ბის გა­ცო­ცხლე­ბა მისი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის - ნი­ნი­კოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, მსა­ხი­ობ­სა და თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გოგს - ეკა ქუ­თა­თე­ლა­ძეს ვთხო­ვე. იმ­ხა­ნად რუს­თა­ვის თე­ატრს ეკას მამა - რე­ჟი­სო­რი ან­ზორ ქუ­თა­თე­ლა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სწო­რედ მან მი­იწ­ვია, ფაქ­ტობ­რი­ვად, მსა­ხი­ო­ბე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ რუს­თა­ვის თე­ატ­რში ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბი - რე­ჟი­სორ გიზო ჟორ­და­ნი­ას მთე­ლი ჯგუ­ფი, რო­მელ­საც მომ­დევ­ნო წელს ლილი იო­სე­ლი­ა­ნის კურსგავ­ლი­ლი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი - უსიმ­პა­თი­უ­რე­სი რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლიც შე­უ­ერ­თდა.

 

ვა გოგონების ყურადღება არ მაკლდა, მას კი არ ვაინტერესებდი..." - როგორ მოიგო მომავალი მეუღლის გული რეზო ჩხიკვიშვილმა

 

- მამა ცდი­ლობ­და, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის გზა გა­ეხ­სნა. სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი, მიშა ბუ­კი­აც ახალ­გაზ­რდა იყო და - პი­ე­სის ავ­ტო­რი ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლიც, მოკ­ლედ, ახალ­გაზ­რდუ­ლი გუნ­დი შე­იკ­რა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთი თა­ო­ბა ვი­ყა­ვით.

მა­ო­ცებს და ვერ ამიხ­სნია, რა­ტომ, მაგ­რამ სპექ­ტაკლმა "და­რა­ბებს მიღ­მა გა­ზა­ფხუ­ლია“ უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მარ­თლაც დღემ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. მთა­ვარ გმი­რებს - კო­კა­სა და ნი­ნი­კოს რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი და მე ვა­სა­ხი­ე­რებ­დით, კო­კას ბე­ბი­ის როლ­ში კი ქალ­ბა­ტო­ნი ია ხო­ბუა იყო. სპექ­ტაკლზე ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დით. სულ სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტე­ბი ჩნდე­ბო­და. იმპრო­ვი­ზა­ცი­ა­შიც თა­ვი­სუფ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და მი­შაც პი­ე­სას ხან თა­ვი­დან იწყებ­და, ხან ბო­ლო­დან... მერე ბო­ლო­ზე შე­ჩერ­და. მოქ­მე­დე­ბა იწყე­ბო­და მო­ნო­ლო­გით და მერე შე­მო­დი­ო­და ჩემი გმი­რი - ნი­ნი­კო, რო­გორც მოჩ­ვე­ნე­ბა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვი­თარ­დე­ბო­და ამ­ბა­ვი. სწო­რედ ეს ვერ­სია წარ­ვუდ­გი­ნეთ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მო­სულ დრა­მა­ტურგს - ლაშა გა­და­ი­რია, გაბ­რაზ­და და გაგ­ვექ­ცა, - ეს ჩემი პი­ე­სა არ არი­სო. მა­ლე­ვე შე­მო­ვი­რი­გეთ - გა­და­ვა­ლა­გეთ ეპი­ზო­დე­ბი და ერთი კვი­რის შემ­დეგ მო­სულ­მა ლა­შამ მი­ი­ღო ის ვა­რი­ან­ტი, რაც შემ­დეგ გან­ვი­თარ­და, რაც მა­ყუ­რე­ბელ­მაც იხი­ლა და ასეთ დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

კი­დევ რა მიკ­ვირს, იცით? ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და და წე­სით, არა­ვინ უნდა მცნობ­დეს, არა­და, ახ­ლაც მცნო­ბენ ჩემი თა­ო­ბის ხალ­ხიც და ჩემ­ზე უმ­ცრო­სე­ბიც. ვფიქ­რობ, ამ სპექ­ტაკ­ლით მათ ახ­სენ­დე­ბათ თა­ვი­სი გან­ვლი­ლი წლე­ბი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ალ­ბათ - სიყ­ვა­რუ­ლიც და ის, თუ რა ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ მა­შინ, როცა მო­დი­ოდ­ნენ ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლის სა­ნა­ხა­ვად. გულ­წრფე­ლად მიკ­ვირს, რო­გორ მცნო­ბენ... მეც ხომ შე­ვიც­ვა­ლე. შარ­შან, ვიდ­რე პან­დე­მია და­ი­წყე­ბო­და, გორ­ში გას­ვლი­თი ლექ­ცი­ა­სა­ვით გვქონ­და - თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჩემი სტუ­დენ­ტე­ბი მყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი, ბა­ტო­ნი სოსო ნემ­სა­ძის ჯგუ­ფი იყო და გო­რის კო­მე­დი­ის ფეს­ტი­ვალ­ზე მე­ტყვე­ლე­ბის მას­ტერკლა­სი ჩა­ვა­ტა­რეთ. გა­რეთ რომ გა­მო­ვე­დით, ერ­თმა ქალ­მა თა­ვი­სი შვი­ლი მო­იყ­ვა­ნა, ჩემ­ზე მი­უ­თი­თა და უთხრა, - დე­დი­კო, ეს არის ის გოგო, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მე რომ სპექ­ტაკ­ლი გა­ყუ­რე­ბი­ნეო. ამან ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემ­ზე და, სხვა­თა შო­რის, ჩემს სტუ­დენ­ტებ­ზეც, რომ­ლე­ბიც გარს შე­მოგ­ვეხ­ვივ­ნენ. გული ისე ამი­ჩუყ­და, ცრემ­ლე­ბიც კი წა­მო­მი­ვი­და. იმ ქალ­მა მი­თხრა, ვი­ცო­დი, ჩა­მო­სუ­ლე­ბი რომ იყა­ვით და მინ­დო­და ჩემს შვილს ცო­ცხლად ენა­ხე­თო. არა­და, იმის გარ­და კი­დევ ბევ­რი როლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლას მა­ინც ნი­ნი­კო ახ­სოვს.- ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ის სპექ­ტაკ­ლი იმ პე­რი­ო­დის­თვის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე წარ­მოდ­გე­ნა იყო, ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი დრა­მა­ტურ­გის მიერ იმ ეპო­ქის ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ცხოვ­რე­ბა-ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი - სცე­ნა­ზე გად­მო­ტა­ნი­ლი. მა­ნამ­დე, ხომ, ძი­რი­თა­დად, კლა­სი­კო­სე­ბი იდ­გმე­ბო­და.

- მარ­თა­ლია, თუმ­ცა ეს სპექ­ტაკ­ლი დღე­ვან­დელ ახალ­გაზ­რდებ­საც მოს­წონთ და უყუ­რე­ბენ, ასე გა­მო­დის თუნ­დაც, ამ მა­გა­ლი­თი­დან.

არ­ცთუ დიდი ხნის წინ უჩ­ვე­ნეს ეს სპექ­ტაკ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ით და სულ სხვა თვა­ლით შევ­ხე­დე. ადრე ჩვე­უ­ლებ­რივ ვთა­მა­შობ­დი და მა­ყუ­რებ­ლის ემო­ცი­ას, აპ­ლო­დის­მენ­ტებ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ ვი­ღებ­დი, ახლა აშ­კა­რად სხვაგ­ვა­რად და­ვი­ნა­ხე, არა იმ გან­ცდით, რომ იქ მე ვას­რუ­ლებ­დი კონ­კრე­ტულ როლს, არა­მედ - მა­ყუ­რებ­ლის თვა­ლით და მო­მე­წო­ნა - თურ­მე, რა კარ­გი ყო­ფი­ლა.

- და­უ­ვი­წყა­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლიც სწო­რედ თქვე­ნი - რუს­თა­ვის თე­ატ­რის დად­გმა აღ­მოჩ­ნდა.

- რა­ტომ­ღაც ასე მოხ­და. მახ­სოვს, სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რი­დან წლე­ბის შემ­დეგ ერთ დღეს, უგუ­ნე­ბოდ მყო­ფი, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში ავე­დი და რას ვხე­დავ! - მძღოლს ამ სპექ­ტაკ­ლი­დან ჩემი ფოტო არ აქვს სა­ლონ­ში გაკ­რუ­ლი? გვერდს კი სტა­ლი­ნის ფოტო მიმ­შვე­ნებ­და (იცი­ნის). მთე­ლი გზა თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი ვი­ჯე­ქი, მძღო­ლი მხო­ლოდ ჩას­ვლი­სას და­მაკ­ვირ­და და გა­შეშ­და. - ვა­ი­მე, ეს თქვენ ხარ­თო? - უცებ გა­მო­ფხიზ­ლდა და აღელ­ვე­ბულ­მა მგზავ­რებ­თან წარ­მად­გი­ნა: ეს ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი­აო! უხერ­ხუ­ლო­ბის­გან არ ვი­ცო­დი, სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი... ასე­თი რამ ხში­რად ხდე­ბო­და ქუ­ჩა­ში, ბა­ზარ­ში და ნე­ბის­მი­ე­რი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას.

მეც და რე­ზო­საც ეს სპექ­ტაკ­ლი სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბად დაგ­ვრჩა. ქალ­ბა­ტო­ნი ია ხო­ბუა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბი და უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ერ­თად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ვი­ა­რეთ...

 

მახ­სოვს, ერთხელ რუს­თა­ვის მა­მა­კაც­თა კო­ლო­ნი­ა­ში, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ოთახ­ში ვთა­მა­შობ­დით, ორი ნა­ბი­ჯი გვა­შო­რებ­და მა­ყუ­რე­ბელ­თან. ოთახ­ში ყვე­ლა ასა­კის მა­ყუ­რე­ბე­ლი იჯდა და გა­სუ­სუ­ლი გვის­მენ­და. არ ვიცი, იმ წუ­თას ისი­ნი რას ფიქ­რობ­დნენ - ჩვენ­თან ერ­თად გა­ნიც­დიდ­ნენ, თა­ვი­ან­თი ამ­ბე­ბი ახ­სენ­დე­ბო­დათ თუ არა, მაგ­რამ მათი თვა­ლე­ბი არ მა­ვი­წყდე­ბა - ღვა­რად მოს­დი­ო­დათ ცრემ­ლი. სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს ქან­ცგა­წყვე­ტი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯეთ, პა­ტიმ­რე­ბი კი ბად­რაგს ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, სტუმ­რე­ბის წას­ვლამ­დე არ გაგ­ვიყ­ვა­ნო­თო. რა თქმა უნდა, მა­ინც წა­იყ­ვა­ნეს, ჩვენ კი უდი­დე­სი ემო­ცი­ით წა­მო­ვე­დით სა­პყრო­ბი­ლი­დან.

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხი­დან გვწერ­დნენ წე­რი­ლებს ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი, კა­ცე­ბი, გვიხ­სნიდ­ნენ სიყ­ვა­რულს, გვი­ზი­ა­რებ­დნენ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს. ტე­ლე­ვი­ზი­ის თე­ატ­რა­ლურ რე­დაქ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს აღარ არ­სე­ბობს, წე­რი­ლე­ბით სავ­სე ტომ­რე­ბიც კი ეწყოთ. მახ­სოვს კი­დევ, ქარ­თლის ერთ-ერთ სო­ფელ­ში სპექ­ტაკ­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას შუქი ჩაგ­ვიქ­რა. იმ­ხა­ნად ასე­თი რამ თით­ქმის არ ხდე­ბო­და. მა­ყუ­რებ­ლით სავ­სე, ჩაბ­ნე­ლე­ბულ დარ­ბაზ­ში ბუ­ზის გაფ­რე­ნას გა­ი­გო­ნებ­დით - ყვე­ლა მოთ­მი­ნე­ბით ელო­და შუ­ქის მოს­ვლას. მე და ქალ­ბა­ტო­ნი ია ხო­ბუა სცე­ნას შე­მოვ­რჩით - იმ ეპი­ზოდ­ზე შევ­ჩერ­დით, ნი­ნი­კო და კო­კას ბე­ბია ფინ­ჯან ჩაის რომ მი­ირ­თმე­ვენ და ნი­ნი­კოს გან­ცდებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. გვე­გო­ნა, მა­ყუ­რე­ბელს ლო­დი­ნი მო­ბეზ­რდე­ბო­და, მაგ­რამ კარ­გა ხნის შემ­დეგ წა­ვიდ­ნენ, ლამ­პე­ბი მო­ი­ტა­ნეს, სცე­ნა­ზე დად­გეს და ასე და­ვას­რუ­ლეთ სპექ­ტაკ­ლი.

ერთ ზა­ფხულს ბა­თუმ­სა და ქო­ბუ­ლეთ­ში გვქონ­და გას­ტრო­ლი. ხელ­ზე ძირ­მა­გა­რა გა­მო­მი­ვი­და და 40 გრა­დუ­სამ­დე ამი­წია ტემ­პე­რა­ტუ­რამ. არა­და, ბი­ლე­თე­ბი გა­ყი­დუ­ლი იყო, ქო­ბუ­ლე­თის დარ­ბა­ზი - გა­და­ჭე­დი­ლი, ამი­ტომ ვე­რა­ფერს შევ­ცვლი­დით. სპექ­ტაკ­ლის წინ რეზო გა­ვაფრ­თხი­ლე, ხელ­ზე არ შე­მე­ხო-მეთ­ქი. იმ ეპი­ზოდ­ში, რო­დე­საც ნი­ნი­კო კო­კას ფეხ­მძი­მო­ბის ამ­ბავს უჟღავ­ნებს, ჩანს, რეზო იმ­დე­ნად შე­იჭ­რა როლ­ში, რომ ჩემი ძირ­მა­გა­რა სა­ერ­თოდ და­ა­ვი­წყდა, ხელი და­მავ­ლო და... ტახ­ტზე გულ­წა­სუ­ლი მი­ვეს­ვე­ნე. რე­ზოც მიხ­ვდა, ცუ­დად იყო საქ­მე, ცდი­ლობ­და, გა­მო­ვე­ფხიზ­ლე­ბი­ნე "ეკა-ნი­ნოს“ ძა­ხი­ლით, ბო­ლოს წყა­ლიც და­მას­ხა, აზ­რზე მო­ვე­დი და, - გა­მოხ­ვალ გა­რეთ და გიჩ­ვე­ნებ სე­ირს-მეთ­ქი, და­ვე­მუქ­რე. ძლივს და­ვას­რუ­ლე ის სპექ­ტაკ­ლი. რა თქმა უნდა, მა­ყუ­რე­ბელს არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვია.

- რო­გო­რი პარტნი­ო­რი იყო რეზო?

- მგო­ნი, კარ­გი პარტნი­ო­რო­ბა გა­ვუ­წი­ეთ ერ­თმა­ნეთს, თა­ნაც ეს პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი არც იყო, მა­ნამ­დე სპექ­ტაკლ "თო­ლი­ა­შიც“ ერ­თად ვი­ყა­ვით. მაგ­რამ "და­რა­ბე­ბი“ მა­ინც სხვა იყო. ხან­და­ხან მას დღე­ში სამ­ჯე­რაც ვთა­მა­შობ­დით. რუს­თა­ვის თე­ატ­რში ერთხანს რე­მონ­ტი იყო და მის უკან მდე­ბა­რე კი­ნო­თე­ატ­რში ვა­ტა­რებ­დით სპექ­ტაკ­ლებს, ასე რომ, წარ­მოდ­გე­ნე­ბი კი­ნო­სე­ან­სე­ბი­ვით ეწყო­ბო­და. ბო­ლოს ერ­თმა­ნეთს ლა­მის, ვე­ღარ ვი­ტან­დით. ხან­და­ხან სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ შე­ნო­ბი­და­ნაც კი გვა­პა­რებ­დნენ ხოლ­მე, ქუ­ჩა­ში კი მუ­დამ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ამა­ლა დაგ­ვყვე­ბო­და. რად­გან გა­თხო­ვი­ლი ვი­ყა­ვი, ჩემი უფრო ერი­დე­ბო­დათ, სა­წყა­ლი რეზო კი შეკ­ლუ­ლი ჰყავ­დათ - ხან სა­ხან­ძროს უგ­ზავ­ნიდ­ნენ შინ და ხან სას­წრა­ფოს (იცი­ნის).

- მგო­ნი, თქვენ და რე­ზოს ჭო­რე­ბიც გა­გივ­რცე­ლეს, ხომ?

- რო­გორ არა. ად­რეც მაქვს მო­ყო­ლი­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში აღარ ვთა­მა­შობ­დი, რად­გან მე­ო­რე შვილ­ზე - აჩი­კო­ზე უკვე მე­ცხრე თვე­ში ვი­ყა­ვი. იმ­ხა­ნად ჩემი მული მუ­სი­კა­ლურ ტექ­ნი­კუმ­ში სწავ­ლობ­და. ერთ დღეს, შეს­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში გო­გო­ნე­ბი ერ­თად მსხდა­რან. ამ დროს მი­სუ­ლა ვი­ღაც, ვინც არ იცო­და, იმ გო­გო­ნე­ბი­დან ერთი ჩემი მული რომ იყო და გა­მო­უ­ცხა­დე­ბია, - ახა­ლი ამ­ბა­ვი მაქვს, ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, გუ­შინ სო­ჭის მა­ტა­რებ­ლით ეკა და რეზო გა­ი­პარ­ნე­ნო. ამ­ტყდა­რა სი­ცი­ლი და ჩემს მულს სი­ცი­ლით­ვე და­უმ­შვი­დე­ბია, - კი, კი, ეკა შინ ზის და ცხრა თვის ორ­სუ­ლი­აო...

სხვა­თა შო­რის, თე­ატ­რი­დან რე­ზოს წას­ვლის შემ­დეგ კო­კას როლს ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით ას­რუ­ლებ­და მსა­ხი­ო­ბი ბად­რი კა­კა­ბა­ძე.

 

- ისე, ეკა, კო­კას­ნა­ი­რი ბიჭი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში რომ შეგ­ხვედ­რო­დათ და მსგავ­სი ამ­ბა­ვი გა­დაგხდე­ნო­დათ თავს...

- რო­გორ მო­ვიქ­ცე­ო­დი? არ ვიცი... ამა­ზე არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ. სხვა­თა შო­რის, წლე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან გვინ­დო­და ამ სპექ­ტაკ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დეთ, გერ­მა­ნი­ი­დან რე­ზოს ყო­ვე­ლი ჩა­მოს­ვლი­სას სი­უ­ჟე­ტის სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ას გან­ვი­ხი­ლავ­დით, მაგ­რამ არ გა­მოგ­ვი­ვი­და - ლა­შა­მაც უკან და­ი­ხია და მე და რე­ზო­მაც ჩა­ვიქ­ნი­ეთ ხელი. მერე შე­მომ­თა­ვა­ზეს, ბე­ბია ითა­მა­შეო, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი, რად­გან ყურ­ში სულ ია ხო­ბუ­ას ხმა მეს­მო­და. იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და და მიყ­ვარს ია, იმ­დე­ნად თბი­ლი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პარტნი­ო­რი იყო, ადა­მი­ა­ნი ხომ - მთლად გა­და­სა­რე­ვი, მას­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დი, თით­ქოს თა­ნა­ტო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე მის­გან და ამით მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მად­ლი­ე­რი ვარ.

- თქვენ - ეკას ისე რომ მოგ­ცე­ო­დათ მა­მა­კა­ცი, რო­გორც თქვენს გმირს მო­ექ­ცა და წლე­ბის შემ­დეგ თქვე­ნი გზე­ბი გა­დაკ­ვე­თი­ლი­ყო, აპა­ტი­ებ­დით იმ ადა­მი­ანს?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი კი­თხვაა... არ ვიცი, ვა­პა­ტი­ებ­დი თუ არა... თუმ­ცა წლე­ბის შემ­დეგ ნი­ნი­კოს შე­იძ­ლე­ბა ეპა­ტი­ე­ბია კი­დეც. ეკას? სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეკას ისე­თი ბუ­ნე­ბა აქვს, ყვე­ლას ყვე­ლა­ფერს პა­ტი­ობს, ამი­ტომ... ალ­ბათ, კო­კას­ნა­ირ ბი­ჭ­საც აპა­ტი­ებ­და.

- სხვა­თა შო­რის, ერთხელ ამ სპექ­ტაკლზე ქალ­ბა­ტონ ია­საც ვე­ლა­პა­რა­კე. მახ­სოვს, მი­ამ­ბობ­და, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და რუს­თა­ვის თე­ატ­რის ეს სპექ­ტაკ­ლი, სა­დაც კო­კას ბე­ბი­ას ვა­სა­ხი­ე­რებ­დი. დიდი სჯა-ბა­ა­სი მოჰ­ყვა ამ სპექ­ტაკლს და უც­ნო­ბი გო­გო­ნე­ბი შინ მა­კი­თხავ­დნენ, გულს მიშ­ლიდ­ნენ და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ: თქვე­ნი ნამ­დვი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი ასე რომ მოჰ­ქ­ცე­ო­და გო­გო­ნას, იმ გო­გოს მი­ი­ღებ­დი­თო? - თუ მეყ­ვა­რე­ბო­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მი­ვი­ღებ­დი, თუმ­ცა ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ეგე­თი "პად­ლე­ცი“ არ გა­იზ­რდე­ბო­და-მეთ­ქი, - ვპა­სუ­ხობ­დიო. აშ­კა­რად გულ­წრფე­ლი იყო ქალ­ბა­ტო­ნი ია.რაც შე­გე­ხე­ბათ თქვენ, მარ­თა­ლია, თქვენს საყ­ვა­რელ სპექ­ტაკლში ბე­ბი­ის როლ­ზე უარი თქვით, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ნამ­დვი­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბე­ბია ხართ - საკ­მა­ოდ მრა­ვალ­შვი­ლიშ­ვი­ლი­ა­ნი. ბოლო მო­ნა­ცე­მით, სულ რამ­დე­ნი არი­ან?

- ჯერ­ჯე­რო­ბით თერ­თმე­ტია: ნა­ტა­ლის - 4, არ­ჩი­ლის და თე­ა­სი - 5, ალექ­სან­დრე­სი - 2.

- ალ­ბათ, გა­იზ­რდე­ბი­ან, ნა­ხა­ვენ და, ვინ იცის, შე­იძ­ლე­ბა მა­თაც შე­იყ­ვა­რონ თქვე­ნი ნი­ნი­კო და ეს სპექ­ტაკ­ლიც...

- ეს მო­მავ­ლის ამ­ბა­ვია, ხალ­ხს კი მარ­თლა მოს­წონს და უყ­ვარს ეს გმი­რი - ნი­ნი­კო, პა­ტივს სცე­მენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეც მომ­ცა ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი ნი­ნი­კომ და ამ სპექ­ტაკლმა. მე მგო­ნი, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ის წლე­ბი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი იყო და, მგო­ნი, გრძელ­დე­ბა კი­დეც. გა­მო­ყო­ლი­ლია ეს სიყ­ვა­რუ­ლი, არ მთავ­რდე­ბა.

 

https://www.ambebi.ge/article/256258-chemi-upro-eridebodat-sacqali-rezo-ki-shekluli-hqa/

 

right_banner big_banner
არქივი