logo_geo
რა პრობლემებს შეგვიქმნის მარტში ენერგეტიკული პოტენციალის დაქვეითება და როდიდან დაიწყება ქვეყანაში დადებითი ეკონომიკური ძვრები
- +

10 მარტი. 2021. 21:30

 

როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპერტები ვარაუდობენ, მარტი საკმაოდ დაძაბული და მძიმე გასავლელი იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ისე სამთავრებო თუ ოპოზიციური ძალებისთვის. როგორც ასტროლოგი ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, მარტის თვეში ადამიანთა ენერგოპოტენციალი დაქვეითებულია, ხოლო გაზაფხულის დადგომასთან ერთად, 4-12 მარტის შუალედის გამოკლებით, დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში შედის, რაც ხელს შეუწყობს რთულ საკითხებში კომპრომისების მიღწევას, ხელშეკრულებების დადებას, მოლაპარაკებებს და სხვა სასიკეთო ცდუნებებს. ასევე, ბუნების გამოღვიძებასთან ერთად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციაც „იღვიძებს“ და ეს ძვრები აშკარად შესამჩნევი, სწორედ, ამ თვეში გახდება.

 

  მიხეილ ცაგარელი: მარტი შეიძლება, პოზიტიური გარდაქმნების პერიოდად ჩაითვალოს, რადგან შესაძლებელი იქნება ძველი პრობლემებისა და უთანხმოებების ახლებური მეთოდებითა და გზებით მოგვარება. თუმცა, 4-დან 13 რიცხვამდე პერიოდი შედარებით რთულია. ამ დროს არაა გამორიცხული სხვადასხვა სახის ტექნოგენური შეფერხებები, ავარიები, პრობლემები როგორც ხმელეთზე, ისე ზღვებსა და ოკეანეებში, რაც გამოწვეული იქნება დედამიწის ბიოსფეროს არასტაბილურობით. ასევე, ამ პერიოდში სირთულეებია მოსალოდნელი პირად და საქმიან ურთიერთობებში, მათ შორის, როგორც ოჯახსა, თუ სამსახურში, ისე სხვადასხვა ორგანიზაციას, საზოგადოებებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. მარტის პირველ ნახევარში მეტად გამახვილდება ყურადღება ძველ პრობლემებზე, ფინანსურ ან ტერიტორიული დავის საკითხებზე. არ არის გამორიცხული, ზოგიერთ ქვეყნებს შორის ურთიერთობა გამწვავდეს. გარდა ამისა, ამ პერიოდში მიღწეული შეთანხმებები – პირად ცხოვრებაში, ადამიანთა ჯგუფში თუ საერთაშორისო დიპლომატიურ წრეებში, სავარაუდოდ, არ იქნება არც ხანგრძლივი და არც ეფექტური.

 

– როგორია ადამიანთა ენერგეტიკული პოტენციალი ამ პერიოდში? ზოგადად, გაზაფხულის პირველი დეკადა ყოველთვის პრობლემებს ქმნის ჯანმრთელობის მხრივ, იმუნიტეტი დაქვეითებულია. რას გვირჩევთ, რა პროგნოზებს აკეთებთ პლანეტებზე დაკვირვებით?

 

– 14 მარტამდე პერიოდში ადამიანთა უმეტესობის ენერგეტიკული პოტენციალი შესუსტდება, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ახალი დაავადებების წარმოქმნა, იმუნიტეტის შემცირება… მნიშვნელოვნად მოიკლებს შრომისუნარიანობაც. ამ პერიოდში წარმოქმნილი კონფლიქტებისა და დაპირისპირებების უმეტესობას გაზაფხულის დღეტოლობამდე დესტრუქციული ხასიათი ექნება. სამაგიეროდ, 22 მარტიდან დედამიწის ბიოსფერო მეტად ჰარმონიულ კოსმიურ ზონაში გადაინაცვლებს, რის შემდგომაც გაიზრდება ურთიერთგაგება, შესაძლებელი იქნება კომპრომისული ვარიანტების პოვნა და განხილვა, მათი დახმარებით წინააღმდეგობების დაძლევა და პრობლემების გადაწყვეტა.

 

– ეკონომიკური თვალსაზისით თუ უნდა ველოდოთ რაიმე სასიკეთო ძვრებს?

 

– 20 მარტს მზე გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში. ბუნებასთან ერთად გამოცოცხლებას დაიწყებს ეკონომიკაც. გაუმჯობესდება სოციალური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება. ჯანდაცვასთან, სოციალურ უზრუნველყოფასა და დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების უმეტესობა ბევრად უფრო ეფექტურად და ოპერატიულად გადაწყდება.

 

– პოლიტიკურ ასპარეზზე, საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. ამ მხრივ, რას გვიწინასწარმეტყველებენ პლანეტები და ვარსკვლავები?

 

– მარტის თვეში, მთავრობის მხრიდან გარკვეული ნაბიჯებითა და მოლაპარაკებებით, შესაძლებელი გახდება იმ რიგი პოლიტიკური პრობლემების, საპროტესტო აქციების, მოთხოვნებისა და კონფლიქტების განეიტრალება, რომლებსაც ადგილი ჰქონდა იანვარსა და თებერვალში. გარდა ამისა, მთავრობის ახალი შემოთავაზებები და წინადადებები ხელს შეუწყობს ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებას.

 

– პანდემიის გამო განსაკუთრებით კულტურის სფერო დაიჩაგრა. ამ მხრივ ხომ არ შეინიშნება რაიმე სასიკეთო ძვრები უახლოეს მომავალში?

 

– ზოგადად, მარტის მესამე დეკადა მშვენიერი პერიოდია მოგზაურობებისთვის, საქმიანი მივლინებებისთვის, ხელშეკრულებების დასადებად, შეთანხმებების მიღწევისა და მნიშვნელოვანი საბუთების ხელმოსაწერად. კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება კი ხელს შეუწყობს ახალ ნაცნობობასა და შემოქმედებითი კავშირების გაფართოებას.

 

https://tbiliselebi.ge/ka/news/horoscope/ra-problemebs-shegvikmnis-martshi-energetikuli-potentsialis-dakveiteba-da-rodidan-daitskeba-kvekanashi-dadebiti-ekonomikuri-dzvrebi

 

big_banner
არქივი