logo_geo
3 რჩეული ფილმი კულინარიის მოყვარულთათვის
- +

11 მარტი. 2021. 01:42

 

კარგი ფილმის ნახვას რომ არაფერი სჯობს, ამაში დამეთანხმებიან კინოს მოყვარულები. სწორედ ამიტომ OK! Gastro Book-მა შეარჩია რამდენიმე საინტერესო ფილმი ერთგული მკითხველისთვის.

 

„შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“

 

ფრანგი მოგზაური და შეფი, პასკალი, რომელსაც მოულოდნელად ქართველი პრინცესა შეუყვარდება, რეჟისორის სახელის ხსენებისას შესაძლოა უამრავი ადამიანისთვის პირველი ასოციაცია იყოს. განსაკუთრებული ყნოსვის შეგრძნებით დაჯილდოებული, შეყვარებული შეფის ამბავი, რომელიც თბილისში დარჩენასა და თავისი ოცნების რესტორნის გახსნას გადაწყვეტს, კვლავ ერთ-ერთი მოქმედი გმირის − პრინცესა სესილიას შვილის გადმოსახედიდანაა მოთხრობილი. ქართული კულინარია, პიერ რიშარის საინტერესო შესრულება და პოლიტიკური დაძაბულობა ნამუშევრის წამყვანი ელემენტებია. ნაშრომი პირველი ქართულენოვანი ფილმი აღმოჩნდა, რომელიც 1996 წელს „ოსკარზე“, საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოხვდა.

 

 

„შოკოლადი“

 

დედა და შვილი პატარა ფრანგულ ქალაქში ჩადიან და შოკოლადის მაღაზიას ხსნიან. მორალურად და რელიგიურად მკაცრ მცხოვრებლებს ისინი არ მოსწონთ, რადგან ზედმეტად თავისუფლად აზროვნებენ და იქცევიან. ამ დროს ქალაქს ბოშების გემი მოადგება და ქალაქის მერის ცრურწმენა კრიზისს გამოიწვევს.  ფილმში მთავარ როლებს ჯულიეტ ბინოში და ჯონი დეპი ასრულებენ.

 

 

 

„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“

 

ლიზ გილბერტს (ჯულია რობერტსი) ჰქონდა ყველაფერი, რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ქმარი, სახლი, წარმატებული კარიერა. მაგრამ ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, მანაც აღმოაჩინა, რომ დაკარგული და დაბნეულია. ახლად განქორწინებული გილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში და რისკავს ყველაფერს, რათა შეცვალოს თავისი ცხოვრება. ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას იწყებს. იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძის დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს მოულოდნელად შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას იპოვის კუნძულ ბალიზე.

 

 

https://okmagazine.ge/ok-3-%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1/

 

big_banner
არქივი