logo_geo
კაცი, რომელმაც მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით იმოგზაურა, საკუთარ სახლთან ავტობუსმა გაიტანა
- +

13 მარტი. 2021. 16:55

 

 

ისრაელელი მოგზაური როი სადანი, რომელმაც მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით იმოგზაურა, საკუთარი სახლის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

39 წლის მოგზაური ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როდესაც ის ავტობუსმა გაიტანა. როი სადანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორ დღეში ის გარდაიცვალა.

 

2007-2011 წლებში როი სადანმა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით იმოგზაურა და 42 ქვეყანაში 66 000 კილომეტრი გაიარა.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი