logo_geo
ბიოდეგრადირებადი პირბადეები მიწაში დარგვის შემდეგ ყვავილებად იქცევა
- +

14 მარტი. 2021. 16:09

 

100%-ით ბიოდეგრადირებადი პირბადეები, რომლებიც ყვავილის თესლებისგან მზადდება, მიწაში დარგვის შემდეგ ყვავილებად იქცევა. ამის შესახებ ინფორმაციას „Tek Deeps“ ავრცელებს. ეს ინოვაციური იდეა გრაფიკულ დიზაინერ ქალს, მარიან დე ჰროტ-პონსს ეკუთვნის, რომელიც ნიდერლანდებიდანაა.

 

ინოვაციური პირბადეები ვირუსისგან ისევე იცავს, როგორც სახლში დამზადებული ქსოვილის ნიღბები, მათი გამოყენება მეტი ეფექტურობისთვის სხვა ნიღაბთან ერთად კომბინაციაშიც შეიძლება.

 

პირბადის მასალა ბრინჯის ქაღალდია და შეიცავს ყვავილის თესლებს. აღსანიშნავია, რომ პირბადეში რეზინის მაგივრად, რბილი ძაფებია გამოყენებული, რომელიც სუფთა ცხვრის მატყლისგან მზადდება და ყურისთვის მეტად კომფორტულია.

 

საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭიროა გამოყენების შემდეგ პირბადე ბაღში ან დიდ ქოთანში დავრგოთ.

 

 

 

big_banner
არქივი