logo_geo
დღეში რამდენი საათი შეიძლება, ბავშვმა ელექტრონული მოწყობილობები გამოიყენოს
- +

15 მარტი. 2021. 17:26

 

 

 

 

UNICEF-ის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის სამიზნე ჯგუფი 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ, დღეში ტექნოლოგიების ერთ საათზე მეტი ხნით გამოყენება ბავშვის წიგნიერების, მათემატიკური აზროვნებისა და სოციოემოციური განვითარების შეფერხების ალბათობას ზრდის.

 

კვლევით დადგინდა შემდეგი ძირითადი ტენდენციები:

 

 დღეში ტექნოლოგიების ერთ საათზე მეტი ხნით გამოყენების შემთხვევაში, 0.5-ჯერ მცირდება იმის ალბათობა, რომ ბავშვები ადრეული განვითარების თვალსაზრისით, დამაკმაყოფილებელ ზღვრულ ნიშნულს მიაღწევენ.

 

 იგივე შედეგები მიიღეს სოციოემოციური განვითარების განზომილებასთან დაკავშირებითაც. 0.4-ჯერ უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ დღის განმავლობაში ტექნოლოგიების 1 საათზე მეტი ხნით გამოყენების შემთხვევაში, ბავშვები ადრეული განვითარების თვალსაზრისით, დამაკმაყოფილებელ ზღვრულ ნიშნულს მიაღწევენ.

 

ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებასა და ადრეული განვითარების სხვა განზომილებებს შორის, სტატისტიკურად არსებითი კავშირი არ გამოვლენილა. თუმცა, UNICEF განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი უფრო ღრმა კვლევას საჭიროებს.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი