logo_geo
აკვიატებული აზრები - წაიკითხეთ და მიხვდებით, რომ ეს აზრები თქვენთვის უცხო არაა
- +

16 მარტი. 2021. 02:42

 

 

ქალები განიცდიან, რომ ისე ვერ ცხოვრობენ, როგორც მათ სურთ და ამაში საკუთარ თავს იდანაშაულებენ. ამას კი აზრი არა აქვს. დამნაშავეა არა ქალი, არამედ მისი აკვიატებული აზრები. დროა, სტერეოტიპს და ნეგატივს ბრძოლა გამოუცხადოთ.

 

წაიკითხეთ და მიხვდებით, რომ ეს აზრები თქვენთვის უცხო არაა.

 

 ძალიან ცუდი, ულამაზო ვარ

 

ულამაზო ქალები არ არსებობენ. უბრალოდ, ჯერ თავის ლამაზად წარმოჩენის ხელოვნება არ შეგისწავლიათ. ბუნებამ ყველა ქალი დააჯილდოვა სილამაზით. აუცილებლად იქნება თქვენში რაღაც, რაც მართლა ლამაზს გაგხდით. იპოვეთ ის და წარმოაჩინეთ.

 

კაცებს ჩერჩეტი ქალები მოსწონთ

 

ეს მოსაზრება მხოლოდ დაკომპლექსებულ მამაკაცებს ეხებათ, ჯანმრთელი ფსიქიკის მამაკაცს კი, სწორედ, გონიერი ქალები მოსწონთ. ხელოვნურად ნუ გაისულელებთ თავს. პირიქით – უფრო საინტერესოები იყავით. გულს ნუ გაიტეხთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბავშვით ხელში მარტონი დარჩით. ნამდვილ მამაკაცს ბავშვი ვერ შეაშინებს, ლაჩარი კი თავადაც არაფერში გჭირდებათ.

 

ბოდიში პირველმა არ უნდა მოიხადოთ

 

ჰკითხეთ საკუთარ თავს – რა არის თქვენთვის მთავარი: მშვიდობა ოჯახში თუ ქალური სიამაყე? ბოდიშის მოხდაში შეურაცხმყოფელი არაფერია.

 

სრულად თანასწორი

 

ქალი და მამაკაცი ვერასოდეს იქნება სრულად თანასწორი. თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თანაც, არა მხოლოდ ანატომიური აგებულებით.

 

მაინც რას აკეთებენ განსხვავებულად ქალები და კაცები?

 

 დააკვირდით, მამაკაცი და ქალი მაისურს სხვადასხვაგვარად იხდის: მამაკაცი, როგორც წესი, ხელებს მხრებს უკან გადაიტანს და მაისურის ზედა კიდეს ან საყელოს ქაჩავს. ქალი კი წინიდან გადაიჯვარედინებს ხელებს და ტანსაცმელს ქვედა კიდედან იწევს. თუმცა, შეიძლება, მამაკაცმა ამ ხერხებიდან ორივე გამოიყენოს, მაგრამ ქალი მხოლოდ მეორეს იყენებს. სხვათა შორის, მიზეზი მარტივია – ქალის ტანსაცმელი, ჩვეულებრივ, უფრო მომდგარია ტანზე და უკნიდან ქაჩვით ვერ გაიხდის, მამაკაცის სამოსი კი უფრო თავისუფალია;

 

თუ ქალსა და მამაკაცს სთხოვთ გაშლილი ხელები გიჩვენოთ, მამაკაცი, როგორც წესი ხელისგულებს გიჩვენებთ, ქალი კი – ხელის ზედა მხარეს;

 

 მამაკაცები, ჩვეულებრივ, მთქნარებისას მუშტს იფარებენ პირზე, ქალები – ხელის გულს;

 

 ქალებს მამაკაცებზე უკეთ ესმით და შესანიშნავად არჩევენ მაღალ სიხშირეებს. ქალის ტვინი დაპროგრამებულია ბავშვის ხმაზე, მამაკაცების უმრავლესობას კი ღამით ბავშვის ტირილიც კი არ ესმის და ძილს განაგრძობს. თუ სადმე კატამ დაიკნავლა, პირველი ამას ისევ და ისევ ქალი შეამჩნევს. სამაგიეროდ, მამაკაცს სივრცეში უკეთესი ორიენტაცია აქვს. პირველი, სწორედ, ის გაიგებს სად იმალება ის მჩხავანა კატა;

 

მამაკაცებს არასოდეს ეშლებათ მარჯვენა და მარცხენა, რადგან მოქმედებენ ან მარჯვენა, ან მარცხენა ნახევარსფეროთი. მაგრამ თუ ქალს შეეკითხებით რომელია მარცხენა ხელი, პასუხისთვის რამდენიმე წამი დასჭირდება. შემთხვევითი არაა, რომ ამ დროს ქალი ან ხელზე დაიხედავს და საქორწილო ბეჭედს შეამოწმებს, ან უცბად გაიხსენებს, რომელი ხელით წერს.

 

 მამაკაცები წინ გარკვევით ხედავენ დიდ მანძილზე – ეს არის, ეგრეთ წოდებული, „გვირაბული“ მზერა – მზერა მონადირისა, რომელიც პოულობს და კვალში უდგება ნადავლს. ქალებს კი უფრო უკეთ პერიფერიული მხედველობა აქვთ განვითარებული. საქმე ის არის, რომ ქალმა მაქსიმალურად კარგად უნდა დაინახოს მთელი სივრცე თავის გარშემო, რათა აკონტროლოს ბავშვები და დროულად შენიშნოს საფრთხე.

 

ხშირია, როცა მამაკაცი ქალს ადანაშაულებს იმაში, რომ საჭირო ნივთები სადღაც „მიაჩერჩეტა“. სინამდვილეში, წინდები, საცვლები, მანქანის გასაღები, საფულე თუ კარაქი – ყველაფერი თავის ადგილზე დევს, უბრალოდ, მამაკაცი ზოგჯერ ვერ ხედავს მათ.

 

მხედველობის ამ თავისებურებას უფრო სერიოზული შედეგიც აქვს. სადაზღვევო კომპანიების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალი მძღოლი მამაკაცთან შედარებით იშვიათად ხვდება ავარიებში, რომლებიც გვერდიდან დარტყმითაა გამოწვეული. უფრო მეტი ალბათობაა, რომ ქალი პარალელური პარკირების დროს შეეჯახება რამეს, რადგან მას სუსტად აქვს განვითარებული სივრცის შეგრძნება;

 

ქალი ელის, რომ მისი საყვარელი კაცი ფრაზის მიღმა ფარულ სიგნალებს წაიკითხავს. მაგრამ, ძვირფასო ქალბატონებო, ნუ ელით ამას! კაცები თქვენს წყენას მხოლოდ პირდაპირი ნათქვამით თუ მიხვდებიან ან კარის გამაყრუებელი გაჯახუნებით;

 

მამაკაცს დროის ერთ მონაკვეთში მხოლოდ ერთ საქმეზე შეუძლია კონცენტრირება. მაგალითად, თუ მამაკაცს დაელაპარაკებით, როცა იგი წვერს იპარსავს, შესაძლოა, უბრალოდ, კანი გაიჭრას.

 

ქალებს კი შესწევთ უნარი რამდენიმე საქმე ერთდროულად გააკეთონ: ამზადონ კერძი, ილაპარაკონ ტელეფონზე და ალაგონ სახლი. ამის მიზეზი თავის ტვინის განსხვავებული აგებულება და ისტორიულად სხვადასხვა სოციალური როლებია;

 

 როცა ქალს პრობლემები აქვს, ამაზე ყველას ესაუბრება – დედას, მეგობარს, ქმარს, მაღაზიაში გამყიდველს, პარიკმახერს... წერს დღიურში, შეტყობინებებში, სოციალურ ქსელებში. რაც მეტად განიხილავს პრობლემას, მით უფრო უადვილდება გადატანა.

 

როცა მამაკაცს აქვს პრობლემა, დივანზე წვება და დუმს ან ფეხბურთს უყურებს. მამაკაცს სტრესის მოსახსნელად პრობლემებიდან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა სჭირდება. ხოლო, როცა დაძაბულობა მცირდება, იწყებს გამოსავლის ძიებას. ამ უკანასკნელს კაცი ყოველთვის მარტო აკეთებს. თუ ამ დროს რჩევებით თავს მოაბეზრებთ, დიდი ალბათობაა, საქმე ჩხუბამდე მივიდეს;

 

ქალს თავში რაღაც უზარმაზარი საკუჭნაოსავით აქვს, სადაც უამრავი პატარა ნივთია და ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. ქალი აკურატულად აგროვებს ინფორმაციას ყველაფერზე: რა სად დევს, ვის რა უყვარს, ვის როდის აქვს დაბადების დღე, რა უნდა გააკეთოს ბავშვმა სკოლაში, რა სთხოვა დედამ... მამაკაცს კი ახსოვს მხოლოდ ის, რაც მთავარია.

 

არ ღირს საყვარელი ადამიანის დადანაშაულება! უბრალოდ, დავაფასოთ ერთმანეთის თვისებები და ჩვენ შორის განსხვავებები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი