logo_geo
აზიანებენ თუ არა ძაღლები და კატები გარემოს - რა შედეგები აჩვენა კვლევამ
- +

21 მარტი. 2021. 20:47

 

 

შინაური ცხოველები ხორცის დიდ რაოდენობას მოიხმარენ, რის შედეგადაც გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებენ. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Express ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორის, გრეგორი ოკინის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

 

კვლევის თანახმად, აშშ-ში მცხოვრები 160 მილიონამდე ძაღლი და კატა 64 მილიონ ტონა СО2-ს გამოყოფს, რაც 13 მილიონამდე ავტომობილის გამონაბოლქვის ტოლფასია.

 

მაასტრიხტის უნივერსიტეტის პროფესორის, პიტ მარტენსის მტკიცებით, ცხოველების მიერ გამოყოფილი СО2-ის რაოდენობა მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ და რა საკვებით იკვებებიან. მაგალითად, ნიდერლანდებში ერთი ძაღლი მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 17 ტონამდე СО2-ს გამოყოფს, ჩინეთში - 19.1 ტონას, იაპონიაში 9.9 ტონას.

 

ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი კელი სუონსონი კი კოლეგების მონაცემებს გადაჭარბებულად მიიჩნევს. მისი თქმით, შინაური ცხოველების უმრავლესობა სუბპროდუქტებით იკვებება, რაც მათ მიერ გამოყოფილი СО2-ის რაოდენობას ამცირებს. მეცნიერები თანხმდებიან, რომ ცხოველების გადამეტებით კვება დაუშვებელია, რადგანაც ამით გარემოს სერიოზული ზიანი ადგება.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი