logo_geo
როგორ გამოვიყენოთ დაფნის ფოთოლი-სასარგებლო და უნიკალური მცენარე
- +

21 მარტი. 2021. 21:11

 

 

დაფნის სასარგებლო თვისებები მრავალმხრივია. ეს მცენარე თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება, თუმცა ბევრმა არ იცის მისი სამკურნალო თვისებების შესახებ. დაფნის ფოთლის შემადგენლობაშია: ვიტამინები – A, C, B, PP, სელენი, მანგანუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, სპილენძი და სხვა. ასევე, ის შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, საკვებ ბოჭკოებს, ორგანულ მჟავებსა და ეთერზეთებს.

თუ გაწუხებთ არასასიამოვნო სუნი პირიდან ან ისეთი ანთებითი პროცესები, როგორიცაა – სტომატიტი, გინგივიტი – ღრძილების ანთება, შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე დაღეჭოთ დაფნის ფოთოლი, ამის შემდეგ ერთი საათის მანძილზე არაფერი ჭამოთ და დალიოთ.

 

ადვილად აღგზნებად ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ დაძინება, შეგიძლიათ დაფნის ფოთოლი ბალიშში ჩაუდოთ – ეს ვალერიანის ფესვებზე ნაკლებად არ ამშვიდებს.

 

დაფნის ფოთლები შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ ოთახის სადეზინფექციოდ, სადაც ავადმყოფი იმყოფება; ამისათვის რამდენიმე ფოთოლს დაასხით ადუღებული წყალი, დააყენეთ 15 წუთი, შემდეგ გადმოღვარეთ თეფშზე – მთელი ოთახი დაფნის ფოთლის არომატით აივსება და ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიებისაგან გაიწმინდება.

 

დაფნის ფოთლის ნაყენი დასალევად: 10 საშუალო ზომის დაფნის ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ სამი საათის მანძილზე და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ – როგორც შაქრის დამწევი საშუალება დიაბეტის შენთხვევაში, ანთების საწინააღმდეგოდ რევმატოიდული ართრიტის დროს და როგორც ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმულირებელი საშუალება სხვადასხვა ავადმყოფობის დროს.

 

დაფნის ზეთი: ერთ-ნახევარი სუფრის კოვზ დაფქულ დაფნის ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მცენარეული ზეთი, დადგით ბნელ გრილ ადგილას (მაგრამ არა მაცივარში) ერთი კვირის მანძილზე, გადაწურეთ და გამოიყენეთ კანის ანთებითი (მათ შორის ჩირქოვანი) დაავადებების, ნაწოლების სამკურნალოდ.

 

დაფნის ფოთლის ნაყენი გარეგანი გამოყენებისთვის: ფეხის უსიამოვნო სუნისა და ოფლიანობის მოსაცილებლად 30 დაფნის ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი (300 მლ.), დააყენეთ სამი საათის მანძილზე, შემდეგ გადმოღვარეთ თბილი წყლით სავსე თასში და გაიკეთეთ ფეხის აბაზანა 10 წუთის მანძილზე.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი