logo_geo
რა არის კარმა და როგორ შეგვიძლია მისი დაბალანსება
- +

21 მარტი. 2021. 22:13

 

კარმა გახლავთ ამ და წინა ცხოვრებებში ადამიანის/სულის მიერ ჩადენილი სხვადასხვა ქმედებების ჯამი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას და მის კეთილ იღბალსა თუ წარუმატებლობებს. როდესაც ადამიანის ცხოვრებას წარუმატებლობები შავ ხაზად გაყვება, სავარაუდოდ, ამ ადამიანს ‘მძიმე’/ნეგატიური კარმა აქვს, რაშიც იგულისხმება, რომ მის სულს მრავალი არასწორი ქმედება (ქრისტიანული გაგებით ‘ცოდვა’) შეიძლება ქონდეს ჩადენილი ამ თუ სხვა რეინკარნაციებში და ახლა ამისთვის საზღაურს იხდის. არასწორ ქმედებაში იგულისხმება ყველაფერი, რასაც ზიანი შეიძლება მოეტანა სხვა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, გარემოსთვის და თავად ამ ადამიანისთვის (იმის გათვალისწინებით, რომ რასაც სხვებს ვუკეთებთ, საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს ვუკეთებთ).

 

ნორმალურ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს გაუთავებელი წარუმატებლობების და პრობლემების ტალღა დაატყდება თავს, ის იწყებს ამ ყველაფრის მიზეზების ძიებას. კარმის მიზეზების დასადგენად საუკეთესო გზა რეგრესული ჰიპნოზია, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს გავარკვიოთ, თუ სად და როდის მოხდა კარმული პროგრამების ჩამოყალიბება, სად დაუშვა ადამიანმა შეცდომები და რატომ. ბევრს დღემდე სწამს, რომ შესაძლებელია კარმის ‘მოხსნა’ სხვისი (განსაკუთრებული ნიჭით და ეზოთერული ცოდნით აღჭურვილი ადამიანების) დახმარებით. ჩემი ღრმა რწმენით კი (რომელიც გრძელვადიან პრატქიკას და დაკვირვებას ემყარება), კარმის ‘მოხსნა’, ანუ განეიტრალება და დაბალანსება, თავად ადამიანის გარდა არავის შეუძლია.

 

კარმის განეიტრალებისთვის აუცილებელი პირობაა ადამიანმა გააცნობიეროს, თუ სად დაუშვა (ან კვლავ უშვებს) შეცდომა(ს), სად და როდის და რატომ მიაყენა სხვას ზიანი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გულწრფელი მონანიების (პატიების თხოვნით) და უპირობო სიყვარულის შედეგად იმ ნეგატიური კარმული პროგრამების და ენერგიის დაბალანსება, რომლებიც ადამიანს შემბოჭველ უხილავ ბორკილებად აქვს დადებული და ამ ცხოვრებაში ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ. სხვა, ადამიანის ნაცვლად, ამას ვერ გააცნობიერებს და ვერ მოინანიებს სხვის დანაშაულს. ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. და თუკი, ადამიანი არ გააცნობიერებს და არ მოინანიებს თავის დანაშაულს და არ შეიტანს შესაბამის კორექციას თავის აჟამინდელ საქციელში, ის კვლავინდებურად გააგრძელებს მსგავს ქმედებებს და სხვამ კიდევაც რომ ‘მოუხსნას’ კარმა (რაც შეუძლებელია), ადამიანი თავიდან მოახდენს იგივე ნეგატიური კარმული ბლოკების ჩამოყალიბებას და ამგვარად, გააგრძელებს ჩაკეტილ კარმულ წრეზე უსასრულოდ ტრიალს.

 

ზოგჯერ, და, ფაქტიურად, ძალიან ხშირადაც კი, ადამიანი გაუცნობიერებლად განაგრძობს მავნე ქმედებებს, რითაც კიდევ უფრო იმძიმებს თავის კარმას. ბევრი, საზოგადოებაში ნორმად მიღებული სტერეოტიპული ჩვევა თუ ქმედება, სინამდვილეში, სულისთვის ძალიან დამამძიმებელია. მაგალითად, ბევრი ცხოველისთვის მიყენებულ ზიანს არაფრად აგდებს, რადგანაც ის დაპროგრამებულია მსგავს ნეგატიურ ქმედებებზე და ნორმად მიაჩნია ეს ყოველივე.

 

რეალურად, ცხოველი ისეთივე სულიერი არსებაა, როგორიც ადამიანი და მისთვის ზიანის მიყენება ძალიან მძიმე კარმას გამოუმუშავებს სულს. ადამიანი, რომელიც ცხოველს ვნებს და რომელსაც შემდეგ ცხოვრებისეული თუ ჯანმრთელობის პრობლემები შეაწუხებს, ვერც კი მიხვდება, რომ ამის მიზეზი ის მძიმე კარმა შეიძლება იყოს, რომელიც ცხოველებისადმი მავნე ქმედებით გამოიმუშავა. მსგავსი შემთხვევები მრავლადაა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში და თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ამ ცხოვრებაშიც ჩვეულებრივ ვაგრძელებთ იმ სტერეოტიპული და მავნე მოდელის მიყოლას, რომელიც საზოგადოებაში ნორმადაა დამკვიდრებული და სინამდვილეში კი, მძიმე კარმის სამჭედლოა სულისთვის.

 

თუკი, თქვენ ფიქრობთ , რომ ‘მძიმე’ კარმა გაქვთ, გულს ნუ გაიტეხთ და ნუ დანაღვლიანდებით. ეს, უბრალოდ, არის სიგნალი, რომ თქვენს სულს განწმენდა და მკურნალობა სჭირდება და თუ მოინდომებთ, ამას ძალიან ადვილად შეძლებთ. პირველი, რაც შეგიძლიათ კარმის დასაბალანსებლად გააკეთოთ (ზემოთქმულის გათვალისწინებით), არის უანგარო სიკეთის და უპირობო სიყვარულის გაცემა და დანარჩენ სამუშაოს ქვეცნობიერის დონეზე (რაც აუცილებელია და რის გარეშეც ვერანაირი ღრმა და სერიოზული სამუშაო ვერ ჩატარდება) ნელ-ნელა შეგიძლიათ მიყვეთ. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი შეიძლება იყოს და მას ერთი რეინკარნაცია არც კი შეიძლება ეყოს (კარმის სიმძიმიდან გამომდინარე).

 

გახსოვდეთ, შეუძლებელი არაფერია და არც კარმის დაბალანსება წარმოადგენს რაიმე დილემას, თუკი ადამიანი გულით მოინდომებს ამას ….

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი