logo_geo
მარგარეტ ტეტჩერი- რკინის ლედის 15 შეუდარებელი ციტატა, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს
- +

23 მარტი. 2021. 22:11

 

 

 

მარგარეტ ტეტჩერს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი. მას არ ეშინოდა დაბრკოლებების და გართულებების, სწორედ ამის გამო, იყო პირველი და უკანასკნელი ქალი პრემიერ მინისტრი დიდ ბრიტანეთში და ამ პოსტზე 11 წელიც დაჰყო.

 

რკინის ლედის გენიალური ციტატები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს:

 

 

  1. დამარცხება? ჩემთვის გაუგებარია ამ სიტყვის მნიშვნელობა.

 

 

  1. როდესაც ხასიათს ქალი ავლენს, მას “ძუკნას" უწოდებენ, ხოლო როდესაც ამას მამაკაცი აკეთებს, მასზეამბობენ რომ “კარგი ბიჭია".

 

 

  1. ყოველი ქალი, რომლისთვისაც ცნობილია დიასახლისობის პრობლემები, ახლოსაა იმასთან, რომ გაიგოს რასი მდგომარეობს ქვეყნის მართვის პრობლემებიც.

 

 

  1. მამალი შეიძლება ყიოდეს, მაგრამ კვერცხებს მაინც დედალი დებს.

 

 

  1. სახლი ქალისთვის ცენტრი უნდა იყოს და არა ცხოვრების საზღვრები.

 

 

  1. ჩემზე პერსონალური თავდასხმები მახარებს, ეს ნიშნავს, რომ მტერს სხვა პოლიტიკური არგუმენტები აღარ აქვს.

 

 

  1. მტერი უნდა შეისწავლოთ კარგად, იმისათვის, რომ ერთ დღეს მეგობრად გადააქციოთ.

 

 

  1. ყველაფრის ღია გულით კეთება არ ღირს. გული დახურული უნდა იყოს, რათა მან კარგად იფუნქციონიროს.

 

 

  1. ეკონომიკური თავისუფლების გარეშე, თავისუფლებაზე საუბარიც არ ღირს.

 

 

  1. ქვეყნის სიმდიდრე სულაც არ არის აგებული მის ბუნებრივ რესურსებზე, ის მიღწეულია მათი არარსებობის პირობებშიც კი. ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი არის ადამიანი. სახელმწიფომ მხოლოდ ხალხის ნიჭის აყვავების საფუძველი უნდა შექმნას.

 

 

 

  1. ქალებს მამაკაცებზე ბევრად უკეთესად შეუძლიათ უარის თქმა.

 

 

  1. როგორც წესი, 10 წამი საკმარისია ჩემთვის ადამიანის შესახებ აზრის ჩამოსაყალიბებლად, შემდეგ კი ის მყისიერად იცვლება.

 

 

 

  1. ზრდილობა დღეს ძალიან ფასობს, თავხედობას კი ფასი საერთოდ არ აქვს.

 

 

  1. სულ არაა საჭირო თანამოსაუბრეს დაეთანხმოთ, იმისათვის, რომ საერთო ენა იპოვოთ.

 

 

  1. იყო ძლევამოსილი იგივეა რაც იყო ნამდვილი ლედი. თუკი სხვებისთვის ამის შეხსენება გჭირდებათ, მაშინ ძლევამოსილიც არ ხართ.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი