logo_geo
საქართველოში ძაღლებმა ცოლ-ქმარი გაგუდვისგან გადაარჩინეს
- +

6 აპრილი. 2021. 12:16

 

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ერთგული მეგობრების, ძაღლების შესახებ ისტორიას იხსენებს. მომხმარებელი იხსენებს როგორ გადაარჩინეს ძაღლებმა ცოლ-ქმარი გაზით გაგუდვისგან.

 

მომხმარებელი პოსტს ერთ-ერთ „ძაღლების კლუბში“ აქვეყნებს.

 

„ორი დღის წინ, დილის 7 საათი იყო დაწყებული, ამოვარდნენ ოთახში, „ააგდეს“ ჩემი მეუღლე საწოლიდან და გარეთ „გაათრიეს“. მართლა ასე მოიქცნენ, აყალმაყალით და ხმაურით შემოვარდნენ, ააგდეს და გარეთ გაათრიეს.

 

ოდნავ შევფხიზლდი და სანამ ოთახში ამობრუნდებოდა, კი მიმეძინა ისევ. ამოდის ჩემი მეუღლე და ესეც აყალმაყალით „ხატია, ხატია, გაიღვიძე. ხომ ხარ ცოცხალი?!“. რა ჯანდაბა ხდება, რატომ არის ყველაფერი ღია-მეთქი. „ადექი, გამოფხიზლდი ცოტა და მერე ისევ დაიძინე, თუ კარგად ხარ“.

 

თურმე, გაზის მილიდან საშინლად ჟონავდა გაზი. ამოვარდნენ ოთახში და პატრონები გადაარჩინეს სრულიად გამიზნულად და გააზრებულად. მითხარით ახლა, ამათზე კარგები რომელი არსებები არიან დედამიწაზე?“ - წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

 

https://primetime.ge/saqartveloshi-dzaghlebma-tsol-qmari-gagudvisgan-gadaarchines-gulisamachukebeli-istoria-otkhfekha-megobrebze/

 

right_banner big_banner
არქივი