logo_geo
დედამ ვაჟის ქორწილში აღმოაჩინა, რომ სარძლო მისი დაკარგული შვილი იყო
- +

7 აპრილი. 2021. 16:58

 

ჩინეთში, დედამ ვაჟის ქორწილში აღმოაჩინა, რომ სარძლო მისი დიდი ხნის წინ დაკარგული შვილი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „Daily Mail“ ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დედამ დაკარგული შვილი ქორწილის დღეს, ხელზე თანდაყოლილი ლაქის საშუალებით იცნო.

 

აღსანიშნავია, რომ ქორწილი ჩატარდა, რადგან როგორც აღმოჩნდა, კაცი ნაშვილები იყო და ნათესაობრივად ცოლ-ქმარი ერთმანეთთან დაკავშირებული არ იყო.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ვაჟი, ქალიშვილის მრავალწლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ იშვილა.

 

https://imedinews.ge/ge/tabloidi/195980/dedam-vajis-qortsilshi-agmoachina-rom-sardzlo-tavisi-dakarguli-shvili-iko

 

big_banner
არქივი