logo_geo
იაპონიაში დეპუტატი კაცები ორი დღის განმავლობაში ხელოვნურ მუცლებს ატარებდნენ
- +

12 აპრილი. 2021. 01:17

 

 

იაპონელი დეპუტატი კაცები ორი დღის განმავლობაში სპეციალურ ჟილეტებს ატარებდნენ, რომლებზეც ხელოვნური მკერდი და მუცელი იყო მიმაგრებული. ამის შესახებ Vice-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ექსპერიმენტში მმართველი პარტიის სამი დეპუტატი მონაწილეობდა. ინიციატივის მიზანი კი ორსული ქალების პრობლემების გათვითცნობიერება იყო. თითო ჟილეტი 7,3 კილოგრამს იწონიდა და პოლიტიკოსებმა ისინი მხოლოდ ერთხელ - პლენარული სხდომის დროს მოიხსნეს.

 

„ადგომა, დაჯდომა, უკან გახედვა და სხვა ჩვეული მოძრაობების კეთება ტანჯვის ტოლფასი იყო“, - განაცხადა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა. მეორემ კი აღნიშნა, რომ მუცელი დისკომფორტს უქმნიდა. „სახლში ყოველდღიური საქმეების კეთება რთული იყო, მაგალითად აბაზანის გაწმენდა და ფრჩხილების დაჭრა“, - აღნიშნა მან.

 

ინიციატივის ავტორი დეპუტატი ტაკაკო სუძუკი იყო. მისი აზრით, ექსპერიმენტი კანონმდებლებს სამუშაო ადგილას ორსულების დისკრიმინაციის პრობლემის გაგებაში დაეხმარებოდა. იაპონიის მთავრობას, რომელშიც ბევრი კაცია, ამის გამო ხშირად აკრიტიკებენ. მაგრამ ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ექსპერიმენტები უბრალოდ სპექტაკლია და მთავრობამ ორსულების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უფრო მტკიცე ნაბიჯები უნდა გადადგას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი