logo_geo
„კატასტროფის გოგოს“ სახელით ცნობილი ფოტოს ციფრული ორიგინალი $473 ათასად გაიყიდა
- +

1 მაისი. 2021. 13:18

 

 

„2005 წლის იანვარში გადაღებული ფოტო, რომელიც ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს და რომელზეც არაერთი მიმი გაკეთებულა, $473,000-ად გაიყიდა,“ - ამის შესახებ BBC წერს.

 

ფოტოზე 4 წლის ზოი როთია ასახული. ის ჩრდილოეთ კაროლინაში, ერთ-ერთი ცეცხლმოკიდებული სახლის ფონზე დგას და ეშმაკურად იღიმის. ფოტო ბავშვის მამამ, დეივ როთმა გადაიღო. როთი უკვე 21 წლისაა. ფოტოს ციფრული საკუთრების მოწმობა სწორედ მან გაყიდა.

 

უფრო ზუსტად, როთმა ფოტო გაყიდა როგორც NFT (Non-fungible token - აღნიშნავს ისეთ რამეს, რაც უნიკალურია და სხვა რამით ვერასდროს ჩანაცვლდება, ესაა ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კრიპტოსისტემა, რომელიც ციფრული პროდუქტებისა და აქტივების ფლობის ექსკლუზიური უფლების გაყიდვის საშუალებას იძლევა).

 

შეთანხმების თანახმად, ზოი როთს, ფოტოს სამომავლოდ გამოყენების შემთხვევაში, მოგების 10% ერგება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი