logo_geo
ტირილი წონაში დაკლებას ხელს უწყობს - ახალი კვლევა
- +

6 მაისი. 2021. 11:56

 

 

ბედნიერება, მწუხარება - ეს ის გრძნობებია, რის განცდის დროსაც ადამიანს თვალზე ცრემლი ადგება. ბედნიერების, ტრაგედიის, დეპრესიის, სიყვარულის - ყველაფრის ცრემლი არსებობს.

 

მაგრამ იცოდით რომ წონის კლების ცრემლებიც არსებობს? ის არა, რომ შეჭამ და დასტირი საკუთარ თავს რამდენი ვჭამეო, მე სხვა ცრემლზე გეუბნებით, აი, რომ იტირებთ და წონას რომ დაგაკლებინებთ...

 

ლოს-ალტოსის ოპტიმეტრული ჯგუფის წევრის, ექიმ აარონ ნოიფელდის სიტყვებით, სამი სახის ცრემლი არსებობს, რომელთაც საბაზისო, რეფლექსურ და ფსიქიკურს უწოდებენ.

 

საბაზისო ცრემლი „ცრემლის მთავარ ფუნქციად“ ითვლება, რადგან ჩვენი თვალების ტენიანობას ინარჩუნებს. რეფლექსური ცრემლი ან „ცრემლი გამაღიზიანებელზე“ გარე სტრესული ფაქტორით არის გამოწვეული, როგორიცაა ქარი ან კვამლი. ფსიქიკური ცრემლი ინდივიდუალურ გრძნობებთან და ემოციებთან კავშირშია.

 

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ემოციური ტირილი ჭარბი წონის მოშორებაში დაგეხმარებათ, რადგან ის დაკავშირებულია ჰორმონებთან, რომელიც კორტიზოლის დონეს ზრდიან, როცა თქვენ ემოციებს იკავებთ.

 

ბიოქიმიკოსმა უილიამ ფრეიმ აღმოაჩინა, რომ სტრესით გამოწვეული ცრემლი ორგანიზმიდან ბევრ ტოქსიკურ ნივთიერებას გამოდევნის. ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ტირილი გამომყოფი პროცესია, რომელიც ემოციური სტრესის დროს დაგროვებულ ნივთიერებებს გამოდევნის.

 

ამის საპასუხოდ სხეულს უფრო მეტი ცხიმის დაგროვება არ შეუძლია, რადგან ტირილის დროს სტრესის ჰორმონები უკვე აწარმოეთ.

 

მიუხედავად ამისა, მკვლევარებმა დააზუსტეს, რომ ასე „მუშაობს“ მხოლოდ ცრემლი, რომელიც ნამდვილ ემოციებთან არის დაკავშირებული. მეცნიერები ასევე გირჩევენ „ცრემლები გადმოღვაროთ“ 19:00 საათიდან 22:00 საათამდე, რადგან ეს სტრესის მოსაშორებლად საუკეთესო დროა.

 

 

 

მასალა მომზადებულია გამოცემა „ვივიენის“ მიხედვით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი