logo_geo
გიორგობა და ლეგენდა სოფელ გოგნიდან
- +

6 მაისი. 2021. 13:27

 

 

ეს პატარა სალოცავი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. როგორც ხედავთ, კარი არ აქვს. გადმოცემის თანახმად, რამდენჯერაც გაუკეთეს, ყოველ ჯერზე წმინდა გიორგი ისახება და კარი უმალ ვარდება.

 

სწორედ ამიტომ მას „კარუგდებელა“ უწოდეს. ეს სასწაულმოქმედი სალოცავი ტყიბულის მახლობლად მდებარეობს, სოფელ გოგნში. 23 ნოემბერს და 6 მაისს, როცა საქართველოში გიორგობა აღინიშნება, აქ მრევლის ნაკადი არ წყდება. უმეტესობა ფეხშიშველი მიუყვება ხრიოკიან და არცთუ ისე სასიამოვნო გზას (ცენტრალური ტრასიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრია). საოცარი სანახავია, როცა ძალიან ცივა, სუსხია და აი, ამ დროს ფეხშიშველი მომლოცველები ცხვრებითა და მამლებით ხელში მიუყვებიან რთულ, თუმცა, რწმენითა და წმინდა გიორგის სიყვარულით გაჟღენთილ გზას.

 

დღეს, ამ პატარა სალოცავის მახლობლად, პატრიარქის კურთხევით შენდება დიდი ტაძარი, რაც მრევლს საშუალებას მისცემს, წირვა-ლოცვასაც დაესწროს.

 

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გოგნში გიორგობის დღესასწაული ტრადიციულად არა, მაგრამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაწესებული რეგულაციების დაცვით აღინიშნება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი