logo_geo
25 ხრიკი, როგორ გავთხოვდეთ მარტივად - რჩევები 1958 წლის სტატიიდან
- +

9 მაისი. 2021. 00:41

 

 

 

თუ დაქორწინება თქვენი ოცნებაა, საყვარელი კაცი კი ხელის თხოვნას ჯერ არ აპირებს, გადახედეთ 1958 წლის სტატიას, რომელიც ჟურნალ McCall-ში გამოქვეყნდა, იქნებ და რა ხდება:

 

ეს საინტერესო სტატია, 16 ადამიანის პასუხების მიხედვითაა შექმნილი. კითხვა კი ერთია - „როგორ გავთხოვდეთ? - მაშ ასე:

 

  1. იყიდეთ ძაღლი და ხშირად ასეირნეთ;

 

  1. გაწევრიანდით მოგზაურთა კლუბში;

 

  1. შეეცადეთ, ავტომანქანა საჭირო დროსა და გარემოში გაფუჭდეს;

 

  1. ჩამოჯექით პარკში და მტრედები გამოკვებეთ;

 

  1. ევროპაში ველოსიპედით იმოგზაურეთ;

 

  1. გახდით მედდა ან ბორტგამცილებელი - ისინი ძალიან მარტივად თხოვდებიან;

 

  1. მეგობრების ქმრებს ჰკითხეთ, დასაოჯახებელი თანამშრომელი ხომ არ ჰყავს;

 

  1. იყავით თავაზიანი უცნობი ადამიანების მიმართ - მათ შეიძლება თქვენთვის შესაფერისი ძმა ან შვილი ჰყავდეთ;

 

  1. ნუ დამალავთ - უთხარით მეგობრებს, რომ გათხოვება გინდათ;

 

  1. ლამაზ ქალებთან მეგობრობას ნუ მოერიდებით - ისინი საინტერესო კაცებს ადვილად იზიდავენ;

 

  1. იმუშავეთ სათევზაო ან სპორტული ნივთების მაღაზიაში;

 

  1. იარეთ ყოფილი კლასელების ან ჯგუფელების შეკრებებზე - შესაძლოა, რომელიმე მათგანი დაქვრივდა;

 

  1. დაუბრუნდით მშობლიურ ქალაქსა ან სოფელს - იქნებ რომელიმე მეზობელი, ვისთანაც ბავშვობაში თამაშობდით, გაიზარდა და ახლა ძალიან მოსწონხართ;

 

  1. ხშირად შეცვალეთ საცხოვრებელი ადგილი;

 

  1. მოგზაურობისას, პატარა სასტუმროებს მიანიჭეთ უპირატესობა - ასე მეტი შანსი გექნებათ, რომ უცნობებს გადააწყდეთ;

 

  1. ისწავლეთ გემრიელი ნამცხვრების ცხობა და ყველაზე სიმპათიურ თანამშრომლებს გაუმასპინძლდით;

 

  1. იმეგობრეთ მახინჯ მამაკაცებთან - დიდი შანსია, რომელიმე მათგანს შეუყვარდეთ;

 

  1. გაიგეთ ქალაქის რომელ ნაწილში ცხოვრობს ყველაზე მეტი კაცი და ხშირად ისეირნეთ;

 

  1. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქალების ნაცვლად, გვერდით მამაკაცებს მიუჯექით;

 

  1. ოფისში თქვით, რომ ღილებისთვის სპეციალური ყუთი გაქვთ და მზად ხართ, კოლეგებს აწყვეტილი ღილები დაუკეროთ;

 

  1. იარე ავტობუსით წინ და უკან აეროპორტამდე - თუნდაც სრულიად უმიზეზოდ!

 

  1. შერჩეულ პარტნიორს გაუზიარეთ სტატისტიკური ინფორმაცია, რომ დაქორწინებული კაცები, უფრო დიდხანს ცოცხლობენ;

 

  1. ისწავლეთ პოკერის თამაში;

 

  1. გაირუჯეთ;

 

  1. იყიდეთ კაბრიოლეტი - კაცებს ძალიან უყვართ მასში ჯდომა.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი