logo_geo
„ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე“ - რეზო თაბუკაშვილის წერილი მედეა ჯაფარიძეს
- +

27 ნოემბერი. 2016. 12:20



გთავაზობთ მწერალ რეზო თაბუკაშვილის წერილს, რომელიც მან უსაყვარლეს მეუღლეს, მედეა ჯაფარიძეს მისწერა:



„ჩემო მედიკო!

 

კი არ მაგონდები, მელანდები, რამდენიმეჯერ გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდები ქუჩებში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, ის სახლები, თითქოს ვიტრინებშიაც არაფერი შეცვლილა და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის სახეები, აღარც ის სახლები. შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ეს ყველაფერი შენში მყვარებია, საშინელებაა ცარიელ ქალაქში ცხოვრება, ისეთი გრძნობაა, თითქოს გადმოგაგდეს გაქანებული ვაგონიდან, მატარებელი კი ღამეში დაიკარგა. მომაგონდები და მეკუმშება გული, თითქოს ტვინსაც ფოლადის თითებში სრესენ, აუტანელი, მტკივნეული გრძნობა მეუფლება, მე კი ამისთვის არ ვყოფილვარ მზად, რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახედა შენთვის, დამაკოცნია შენი პატარა ხელები, რა ვქნა, ჩემო „ტაიტი", ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე."












 

big_banner
არქივი